ხშირად, როდესაც კაცებს სხვა უყვარდებათ, ცოლებს, ღალატის პარალელურად, მთელი მონდომებით ატყუებენ. შესაძლოა, ვერ წარმოიდგინოთ, მაგრამ ცნობილ, ლამაზ, წარმატებულ და ნიჭიერ ქალებსაც ღალატობენ. თან ღალატობენ, უახლოეს გარემოცვაში, მოულოდნელად და მზაკვრულად.
ასეთ დროს განქორწინება გარდაუვალია. მთავარია ადამიანს, რომელსაც მისი პარტნიორის მიმართ პატივისცემა აქვს, გამბედაობა ეყოს, იყოს გულწრფელი, აღიაროს მოცემულობა და ტყუილის გარეშე დაასრულოს ისედაც დასრულებული ურთიერთობა.
„დაიჯესტი“ გაგაცნობთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც ღალატობდნენ, თუმცა დიდხანს ვერ მოატყუეს და ოჯახები დაენგრათ:
თამრიკო ჭოხონელიძე
მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს ქმარმა საუკეთესო მეგობართან, ეკა მამალაძესთან უღალატა. რამდენადაც ცნობილია, თამრიკომ ღალატის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო, როცა გიას ტელეფონი შემთხვევით სახლში. თამრიკოც გიას ტელეფონით „სრულიად შემთხვევით“ ეკასთან მოხვდა. ძალიან გაბრაზდა. წავიდა და განხორციელებული ზარები ამოაბეჭდინა. გიას ბოლო სამი თვის მანძილზე 300-ზე მეტჯერ ჰქონდა დანარეკი.... აქ დამთავრდა მათი ოჯახური თანაცხოვრება
თამრიკოს ძალიან გაუჭირდა ღალატის გადატანა. როგორც თქვა, მან მოღალატე მეგობარი სამუდამოდ წაშალა საკუთარი ცხოვრებიდან. რაც შეეხება გიას, ის თამრიკოს შვილების მამაა და ურთიერთობა დღემდე მაინც აქვთ.
მარინა ბერიძე
მუსიკოს მარინა ბერიძისა და მუსიკათმცოდნე ზურაბ ლალიაშვილის ოჯახი 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. მარინა ბერიძის ქმარს ახალგაზრდა მომღერალი შეუყვარდა. ქმრის ღალატს მედიასთან ასე იხსენებდა:
„ჩემს პირადში მომხდარი ამბავი თავზარდამცემი იყო… ჩვენ პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ჯერ იყო სიმპათია, მერე სიყვარულის ისტორია. ყველაფერი ხდება… ჩვენ – მე და ზურაბ ლალიაშვილს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოჯახი გვქონდა… ხმაურიანად კარგი! ორი მუსიკოსი, ასეთი ოჯახი, სტუმრებისთვის სახლის ღია კარით. და ამდენი წელი ერთად! 43 წლის თავზე კი მოხდა ეს ისტორია. ხომ არსებობს მუდიმავად ჩასაფრებული ქალების კატეგორია, სხვისი რომ წაიღონ. ღია კარი მქონდა, ჩემთან სტუდიაში ნახევარი საქართველო წერდა სიმღერებს. ის ქალბატონიც ერთ-ერთი ასეთი მომსვლელი იყო. სადღაც მყავდა ნანახი, მღეროდა, თუმცა ცუდად… ინტუიციით რაღაც რომ ხდებოდა, ვიგრძენი და ვიკითხე, მაგრამ სულ უარზე იყო.
ამ გადასახედიდან მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ ყველაფერი ცუდის კარგად გაკეთება შეიძლება. არის სიტუაცია, სადაც კი არ უნდა ჩახლართო და იეშმაკო, უნდა მიხვიდე და თქვა, სინამდვილეში როგორც არის. აღარ გიყვარვარ? მოდი და მითხარი! ნუ ჩამიხლართავ“.
ხატია წერეთელი
მომღერალ ხატის წერეთელს საყვარელმა მამაკაცმა უღალატა. ამის შესახებ ინფორმაცია ხატიამ თავად გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავისი ყოფილი შეყვარებული მატყუარა აღმოჩნდა, რომელიც მასთან თანაცხოვრების პარალელურად რომანს სხვებთანაც აბამდა. ხატია მას, ალფონს და ანგარებიან ადამიანად ახასიათებს.
„ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ, რატომ დავშორდით მე და იმედა. სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ მას ჩემი მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა. საკმაოდ კარგი მსახიობია და სიყვარულის თამაშიც გამოსდის. არც ორ და სამ ფრონტზე თამაშზე ამბობს უარს. ალფონსია ჩვეულებრივი.
როცა ამ ყველაფერზე თვალი ამეხილა, მივატოვე. ღმერთს მადლობა, რომ დღეს ის არაა ჩემთან, ვუთანაგრძნობ მის ცოლს რადგან, ისიც ფულიანია, ისიც შვილიანი და ისიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ერთ ორ წელში, ასე იყო ჩემამდეც, ჰყავდა ქალი ისიც ფულიანი შვილიანი, იგივე ტექსტებით, იგივე სცენებით“, - წერდა იგი.
ლოლა წერეთელი
ლოლა და გიორგი წერეთლების წყვილი 2 წელია რაც დაიშალა. მათი ბადნიერი ოჯახიც გიორგის ცხოვრებაში გამოჩენილ ახალგაზრდა ქალს შეეწირა. როგორც ლოლა ამბობდა, მან პირადად აიყვანა სამსახურში ქალი, რომელიც შემდეგ გიორგიმ ცოლად მოიყვანა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ქორწილში შვილმა, დედა ეტლიდან ამოიყვანა და მასთან ერთად იცეკვა - ემოციური კადრები