
„The Talk შოუს“ ახალი გადაცემის ანონსმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც ანონსიდან ჩანს, წამყვანები ამჯერად სტერეოტიპს არჩევენ, რომელიც საქართველოში ქალებთან დაკავშირებით არის შექმნილი, რომ მათი ადგილი მხოლოდ სახლში, ოჯახში და სამზარეულოშია.
ეს მოსაზრება მარიამ სანოგომ შემოატრიალა და პირიქით ისაუბრა.
„არ მესმის, ხომ არიან კაცები, რომლებიც მუშაობენ? ქალებიც არ სცემენ თავის თავს პატივს, როდესაც ქმრებს უშვებენ სამსახურში. ჯობია, ისინი ისხდნენ სახლში, მირჩევნია, გაზარდოს ბავშვები კარგად, დამახვედროს მოწესრიგებული სახლი… ცოტა უხერხულია, რომ კაცი გარეთ დადის, სამსახურში, მერე მეგობრებთან… ქალებს გვაქვს იმდენის საშუალება, რომ კაცები ისხდნენ სახლში და ჩვენ ვარჩინოთ, რა საჭიროა ზედმეტი ამბიციები, არ მესმის…“, - ამბობს მარიამ სანოგო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მყვარებოდა ოდესმე“ - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი
🔵VIDEO: მამუკა ჩარკვიანისა და ბაბი კირკიტაძის დუეტი პირდაპირ ეთერში - ემოციური ვიდეო
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი