საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესაძლო ახალი ვარიანტის შესახებ წერს. მისი თქმით, აფრიკაში მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია აცრილი, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კონტინენტზე კოვიდის ახალი შტამი „დაიბადება“.
„მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? - კი, იქნება.
ომიკრონი დასასრულის დასაწყისია? - არა.
კოვიდი არ არის სეზონური გრიპი.
მათემატიკური მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, „დაიბადება“ აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე, ამერიკაც არ ჩამორჩება.
რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები?! გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება, როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? - სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით („პფაიზერი“ / „მოდერნა“) ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ. ჯერჯერობით ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როდის უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერები იმისთვის, რომ სიზმარში საბედო ნახოთ
🔵„სულ მეყვარება ეს პატარა, ციცქნა თიკანი“ - საქართველოში ყველაზე ცნობილი თიკანი გოდო მოკვდა
🔵„შენი მეგობარიაო, გვიშველაო... პირველი შემთხვევა არ არის“ - რას წერს გია ჯაჯანიძე ნინო ნადირაძეზე