Digest Logo

„ერთმანეთისთვის მიყვარხარ არასდროს გვითქვამს... შორს არის, მაგრამ არასდროს მტოვებს“ - რას წერს ნათია ბანძელაძე გოგიჩაზე

1644231446
გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, რომელიც  ქალიშვილებთან ერთად დუბაიში ისვენებს, სოციალურ ქსელში  გარდაცვლილ მეუღლეზე ემოციურ წერილს აქვეყნებს.

ბანძელაძის აღნიშნულ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„როგორ მიყვარს ეს ადამიანი! დიახ ადამიანი, რადგან მისი შინაარსი, ხასიათი, სიკეთე, უნარი დაინახოს ჩვენს გარშემო მხოლოდ სიყვარული მასავით არ მგონია ვინმეს შეეძლოს. იმიტომ რომ ახლაც ახერხებს „შორს არის მაგრამ, არასდროს მტოვებს! ერთმანეთისთვის მიყვარხარ არასდროს გვითქვამს და ამაზე ახლა უფრო ვფიქრობ …

სიტყვაზე მეტი ჩვენ ვიყავით ერთმანეთისთვის, ეს ურთიერთობებიც ისე ააწყოო გოგიჩამ, რომ სიტყვის ადგილიც არ დატოვა!

„გიშა ლაცა გააავს, რა რამაზი გიჩააა მყავს… გიჩა ნახე სად გიპოვე და ამოყრიდა პატარა სასაცილო, უცნაურ ფლორა ფაუნას წარმომადგენლებს“, - ამას ისეთი ბედნიერებით მეუბნებოდა წარმოუდგენელი იყო არ გაგხარებოდა.

მხოლოდ ერთი და იგივე კითხვას ვსვამდი. ისე ფრთხილად რომ არ სწყენოდა:

„ასეთს რომ მხედავ, ახლა ეს კარგია ხომ უნდა გამიხარდეს -მეთქი? ან რანაირად შეიძლება ასეთი თუ ვარ გიყვარდე -მეთქი, პასუხიც სულ ერთნაირი იყო.

„გიჩა, გოგო არა გრცხვენია ამათზე ასე რომ საუბრობ, რა საყვარლები არიან შეხედეო, სამყაროში ტყუილად არაფერი ჩნდება, არც ერთნაირი, ესე იგი განუმეორებელიაო. აბა სხვა ვინმე ეფერება თავის გრიშას, ასეო !!

ახლაც რომ ვწერ ღიმილი მითამაშებს სველ სახეზე. ეს უცნაური არამიწიერი და განსხვავებული ჩვენი ურთიერთობები დღემდე გრძელდება! რაც შორს არის, ბედნიერების შეგრძნება სხვა ფორმით ვისწავლე და ესეც მან მასწავლა, როცა მიხარია იქვე სევდაა რომ მას არ უხარია, არადა უხარია, დიახ უხარია !!! იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა ეს არ გვეგრძნო ყველას ერთად, მისთვის ძვირფას ადამიანებს !!!

უცებ ასეთ დროს როცა მის „რეაქციას“ ველოდები !!!! არსაიდან ჩნდებიან ადამიანები, მათ მე ,,გოგიჩას გამტარები“ დავარქვი, რადგან ისინიც რაღაცნაირი განსხვავებული სიკეთით მოდიან ჩემამდე, რომ ამ საოცარი ბიჭის ენერგია და სიყვარული ჩემამდე მოიტანონ!!! არასდროს გვითქვამს ,,მიყვარხარ“ უბრალოდ არ გვჭირდებოდა ….

ახლა როცა მასთან მივდივარ, წამოსვლისას მის ბაღში, ქვიშაზე ვტოვებ ამ სიტყვას -„გვიყვარხარ “, - წერს ნათია ბანძელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵გაჩნდება თუ არა უახლოეს მომავალში კორონავირუსის ახალი ვარიანტი - გიორგი ფხაკაძის განმარტება

🔵როდის უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერები იმისთვის, რომ სიზმარში საბედო ნახოთ

🔵„სულ მეყვარება ეს პატარა, ციცქნა თიკანი“ - საქართველოში ყველაზე ცნობილი თიკანი გოდო მოკვდა

🔵„შენი მეგობარიაო, გვიშველაო... პირველი შემთხვევა არ არის“ - რას წერს გია ჯაჯანიძე ნინო ნადირაძეზე

🔵„საერთოდ არ მგონია ცუდი ექიმი იმიტომ, რომ თმა არ აქვს თავზე და რჩევებს იძლევა... ჩემს დერმატოლოგს შუბლზე სულ რაღაც ამოსდის“ - ვიკა ბუკია