რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა სანდრო კაკულიამ, ცნობადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცნობადობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. კაკულია ჰყვება თუ როგორი დიდი სიყვარული მოუტანა პოპულარობამ და რამდენად დიდი დრო წაარვა პირადი სივრციდან.
„ტელევიზიასა და ეკრანს ძალიან სწრაფად შეუძლია საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოგაქციოს. მე ხომ არ ვარ მსახიობი, 13 წლის წინ, როდესაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოვხვდი, გამაფრთხილეს, რომ პრემიერიდან მეორე დღესვე შენი ცხოვრება შეიცვლებაო. იმ წუთში ვერ მივხვდი, მაგრამ მართლაც ასე მოხდა. საზოგადოებრივი ტიპი მინდოდა გავმხდარიყავი, თუმცა, სხვა კუთხით, ჩემი პროფესიით. უცებ დამეცა ცნობადობა თავზე და ამ ყველაფერმა შთანთქა ჩემი ტიპაჟი. პოპულარობამ ჩემი კერძო სივრცე წამართვა. ყველგან დავდიოდი, გადაცემებში, შოუებში და ეს მომწონდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ დავიძაბე, ეს არ იყო ის, რაზედაც ვოცნებობდი. უცნობი ადამიანები ქორწილებში მპატიჟებდნენ და ბავშვებს მანათვლინებდნენ. გორში, ქორწილში ერთხელ პატარძალთან პირველი მე მაცეკვეს. როგორც ფილმში „საჩუქარია“, პიერ რიშარივით დამათრევდნენ აქეთ იქით. სახელ სანდრექსას მანამდე არავინ იყენებდა, მალევე ამ სახელის პასპორტში ჩაწერაც დაიწყეს. მე ხელიდან მეცლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი დრო, ვეღარ ვწერდი. სიმარტოვის, განმარტოების ფუნქცია დავკარგე. ფეისბუკი ახლა გაუქმებული მაქვს, ეს იმიტომ, რომ როცა ვიძინებდი, მეგონა ჩემი ცხოვრება ჩემს გარეშე გრძელდებოდა. „ინსტაგრამი“ მაინც დავიტოვე, იმიტომ რომ მჭირდება ზოგადად სოცქსელი, მაგრამ დახურული პროფაილი მაქვს“ , - ამბობს სანდრო კაკულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵ჩაიშლება მნიშვნელოვანი გარიგებები და მოლაპარაკებები - 15 ნოემბრის დეტალური პროგნოზი
🔵ახლა, მოდაშია შიმშილებიი! 7კგ. მაქვს დასაკლები. ვის ჩავესასტავო? - ხათუნა ხოფერია
წყარო: fortuna.ge