წინა კვირის მსგავსად ასტეროიდ ქირონის, პლანეტა ურანისა და შავი მთვარის დაპირისპირება, ამ კვირაშიც პირველ რიგში ეკონომიკასა და ფინანსურ სფეროზე აისახება ნეგატიურად, ჩაიშლება მნიშვნელოვანი გარიგებები და მოლაპარაკებები, რისი მიზეზი ნაკლები დიპლომატია, უკომპრომისობა და თაღლითობა გახდება.
არაა გამორიცხული კამათი მოგივიდეთ პარტნიორებთან და მოგიწიოთ და ფინანსური პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრა.
იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ნუ გექნებათ კოლეგებისა და ხელმძღვანელების დახმარების იმედი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი, წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს- 5–6 წლით განაყენებს მას ეკლესია ზიარებისაგან“ - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
🔵რაც მეტ ადამიანს დაიჭერენ, მით მეტი გაბრაზდება - გიგა მაქარაშვილი
🔵„სასიყვარულო პარტნიორებთან მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ“ - ცაგარელი