Digest Logo

„ვაჟი რომ გარდამეცვალა, ჩემთვის მზე აღარ ანათებდა... ჩემი სიცოცხლის მიზეზი ლაშაა" - რას ჰყვება ლაშა ბექაურის ბებია შვილიშვილზე

1628238238
ლაშა ბექაურის ბებია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი - 21 წლის ლაშა ბექაური, სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ჟურნალი „გზა" ლაშას ბებიას, ქალბატონ ეთერ წიკლაურს დაუკავშირდა.

„დიდი ხანია, რაც ლაშიკო ამას მეუბნება - ჩამოდი, ბაბო, ჩამოდიო... ოჯახის წევრების ერთად ყოფნა ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეგ სიტყვები რომ მოვისმინე, მესიამოვნა... ჩამოვალ და ჩემს ოჯახთან
ერთად ვიქნები.. 7 წლისაც არ იყო ლაშა, როცა ბიძა, ანუ ჩემი ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალა. ალბათ, კარგად არ ახსოვდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დამწუხრებულს რომ გვხედავდა, უნდოდა, სულ ბიძაზე ესაუბრა, რთული სიტუაციიდან გამოვეყვანეთ. დაღონებულს რომ დამინახავდა, მოვიდოდა და მომეფერებოდა - ბაბო, ასეთი დაღონებული ნუ ხარ რა, გეხვეწებიო... მინდოდა თუ არა, ცრემლები უნდა შემემშრალებინა და მოვფერებოდი. ყველა და ყველაფერი უყვარდა: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები... ყველა ასაკის ადამიანთან ურთიერთობდა. ზოგთან კურდღლისთვის მიდიოდა - ის კურდღელი მომეცი, ლამაზი თვალები რომ აქვს, უნდა გავაშენოო. ჰყავდა მტრედებიც",- ამბობს ეთერ წიკლაური.ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებული ლექსი

„ამ ბიჭს კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს - ბავშვობაში 2 წლით დიდი ბიჭი ისე მოაქცია, ძიუდო შეაძულა...“ - ბექაურის პირველი მწვრთნელი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებული ლექსი - ვის მიუძღვნა ლექსი ძიუდოისტმა?

წყარო: gza.kvirispalitra.ge