Digest Logo

VIDEO: რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში დაბრუნებაზე? - ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები

1609076767
ჯულიეტა ვაშაყმაძე

დღეს, 27 დეკემბერს ქართული ჟურნალისტიკის სახე ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა.

გადაცემა „ნანუკას შოუს“ არქივში ჯულიეტასა და მისი ოჯახის ერთობლივი უნიკალური კადრები მოიპოვება, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი შოუს ოფციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ჟუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე სა­უბ­რობს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, თა­ვის პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წას­ვლის რთულ პე­რი­ოდ­ზე.

„მე და ჩემი მე­უღ­ლე ხში­რად მივ­დი­ო­დით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ვა­კე­თებ­დით იმას, რაც უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ვბრუნ­დე­ბო­დით უკან, ბავ­შვებს მივ­ხე­დავ­დით და ისევ ვბრუნ­დე­ბო­დით და ეს დღე­ში ზოგ­ჯერ რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბო­და ხოლ­მე. მგო­ნია, რომ მის­მენს გი­ორ­გი და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი სხვა­თა­შო­რის, ვერ და­ვემ­დუ­რე­ბი“ - ამ­ბობს ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე.

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძემ ისა­უბ­რა ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც და თქვა, რომ ის და მისი მე­უღ­ლე ტელევიზიიდან ერ­თად გა­მო­უშ­ვეს.

„დიდი უსა­მარ­თლო­ბა იყო, მე იმ ცხრა წე­ლი­წადს ვე­ღა­რა­ვინ ვერ და­მიბ­რუ­ნებს, იუ­რი­დი­ულ უსა­მარ­თლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ სხვა­თა­შო­რის, ამას უკვე მოჰ­ყვე­ბა მო­რა­ლუ­რიც, შე­მოქ­მე­დე­ბი­თიც, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი...ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა გან­ცდაა ეს?!“ - ამ­ბობ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

კი­თხვა­ზე - რომ შეს­თა­ვა­ზონ, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ჟუ­ლი­ე­ტამ ასე უპა­სუ­ხა - „სხვა­თა­შო­რის, ეს ჩემ­თვის უცხო არ იქ­ნე­ბა და მაქვს კი­დე­ვაც არა­ერ­თი გა­და­ცე­მა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.“

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

იგეგმება თუ არა საქართველოში სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება? - იმნაძის განმარტება

წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით, ტიროდა... – როგორი ურთიერთობა ჰქონდა გიორგი გაბუნიას დედასთან