Digest Logo

video: თემურ წიკლაურს საოცარი კონტაქტი ჰქონდა უცხო პლანეტელებთან

1612722967
მიხეილ ცაგარელი და თემურ წიკლაური

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, თავსი საავტორო გადაცემა „ვარსკვლავები გვამცნობენ“ სამძიმრით დაიწყო. მან მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის შესახებ ისაუბრა.

ცაგარელმა, წიკლაური ასტროლოგიისა და ეზოთერული საკითხების მოყვარულად დაახასიათა. ამასთან აღნიშნა, რომ მომღერალს უცხოპლანეტელებთან ჰქონდა კონტაქტი და სიმღერის დროს ყველა ნოტის ფერს ხედავდა.

„ლეგენდარული ადამიანი დავკარგეთ. თქვენ იცნობდით მას, როგორც მომღერალს მე კი მის პიროვნებას ვხედავდი. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თემური მერწყული იყო, მას აინტერესებდა ფილოსოფიურ-ოკულისტურ-ეზოტერიული საკითხები. კონტაქტი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან და ხედავდა ყველა ნოტის ფერს. ერთხელ მის პიროვნებას სპეციალურ გადაცემას მივუძღვნი“,- განაცხადა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

ცნობისთვის, მომღერალი თემურ წიკლაური, პირველ თებერვალს 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რატომ დაშორდა მაკა შალიკაშვილი 10 წლით უმცროს ქმარს და რა კორექცია გაიკეთა მან სახეზე - ცოტა რამ მსახიობის შესახებ

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

სხირტლაძე დედის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარია... ბებია კი სომეხი მყავდა - უცნობი ამბები დუტა სხირტლაძეზე