Digest Logo

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ თურქული სერიალების ვარსკვლავები

1609337160
თურქი მსახიობები

ბრაზილიური სერიალების შემდეგ ქართველ მაყურებელთა გული თურქულმა სერიალებმა დაიპყრო. სოციალური ქსელი თურქი მომხიბვლელი მსახიობების ფოტოებით აჭრელდა.

საინტერესეოა, როგორ ცხოვრობენ ისინი სინამდვილეში და ჰყვათ თუ არა მათ მეორე ნახევრები?

„დაიჯესტი“ იმ 4 თურქი მსახიობის მამაკაცის შესახებ მოგიყვებათ, რომლებიც ქართველ გოგოებს განსაკუთრებულად უყვართ.

🔘 ჯან იამანი

31 წლის თურქი მსახიობი და იურისტი ჯან იამანი საზოგადოებამ კომედიურ სერიალ „ნაადრევი ფრინველიდან“ გაიცნო.

ჯანი 2018 წელს რომანტიკული კომედიის ჟანრში, მთელი თურქეთის მასშტაბით საუკეთესო თურქ მამაკაც მსახიობად დასახელდა.

იამანის პირადიტ ბევრი ადამიანია დაინტერესებული. როგორც თურქეთში ამბობენ, ახლა ის მარტოა და ახალ სიყვარულს ეძებს.

🔘 ჩაღათაი ულუსოი

თურქი მოდელი და მსახიობი ჩაღათაი ულუსოი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. საინტერესოა ისიც, რომ ჩაღათაი საქართველოში იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ ქართველები განსაკუთრებულად უყვარს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ცნობილი ვარსკვლავი ჩაღათაი ულუსოის სტამბოლის 10-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ის პირველად ფართო აუდიტორიამ სერიალ „გზაჯვარედინიდან“ გაიცნო. როგორც ცნობილია, მას ცხოვრების სიყვარული ჯერ არ უპოვია.

🔘 ბურაქ დენიზი

29 წლის მომხიბვლელი თურქი მსახიობი ბურაქ დენიზი ქალბატონებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თურქი მსახიობია. 2017 წელს მან საუკეთესო თურქი მსახიობის წოდებაც მიიღო. ბურაქს განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა „სიყვარულს სიტყვების არ ესმის“ მოუტანა.

🔘ბურაქ ოზჯივითი

35 წლის მსახიობი და მოდელი ბურაქ ოზჯივითმა მაყურებლის გული სერიალ „დიდებული საუკუნიდან“ დაიყრო.

2007 წელს მან თურქეთის საუკეთესო მოდელის წოდებაც დაიმსახურა. ბურაქს ცოლი და ერთი შვილს ჰყავს.


🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

ფოტოები კალაძეების ოჯახური ალბომიდან - როგორი მამაა კალაძე?

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე