Digest Logo

ვინ არის მაკა ასათიანის დისშვილი - „აფხაზი პრინ­ცე­სა“, რომელიც ნიაზ დიასამიძის ვაჟზეა შეყვარებული

1612359548
აფხაზი პრინ­ცე­სა­

ულამაზესი დი­ზა­ი­ნე­რის, მაკა ასა­თი­ა­ნის ოჯა­ხი საზოგადოების და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს. 

აფხა­ზი პრინ­ცე­სა - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­და გო­გო­ნას მე­დია რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც მას­ზე პირ­ვე­ლად და­წე­რეს. რე­ა­ლუ­რად კი ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, მაკა ასა­თი­ა­ნის დის­შვი­ლია.

View this post on Instagram

A post shared by Manu (@achbamariana)


2018 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­რი­ა­ნა აჩბა კომპოანია „მაგთის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძის ვაჟ­ზე, ირაკ­ლი ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მაშინ წყვილის შესახებ ყვითელ პრესაში ბევრი იწერებოდა.

ჯოხთაბერიძეებისთვის მა­რი­ა­ნა აჩბა სასურველი სარძლო იყო, წყვილის ქორწილისთვის სამზადისიც კი იყო დაწყებული, მაგრამ მათი ქორწინება ვერ შედგა.

ულამაზესი მარიანას სატრფოს პოვნა ნამდვილად არ გასჭირვებია, მა­რი­ა­ნა აჩ­ბას ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავს და ის ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის და მსა­ხი­ობ მაია გე­ლო­ვა­ნის ვაჟი, თე­მუ­რი­კო დი­ა­სა­მი­ძეა.

წყვილმა ერთმანეთი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის­გან გა­იც­ნო. მა­რი­ა­ნა დი­ზა­ი­ნე­რის მთა­ვა­რი მუ­ზა­აა, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე კი თე­მუ­რი­კოს ბი­ძაა. დი­ა­სა­მი­ძე­ებს საფ­რან­გეთ­თან მშობ­ლი­უ­რი ფეს­ვე­ბი აკავ­ში­რებთ.

მარიანა აჩბა საზოგადოებამ პატარა ასაკიდან გაიცნო, როცა „ბასტი ბუბუში“ მონაწილეობდა, შემდეგ მარიანა საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც სწავლობდა და ცხოვრობს. ცნობილ დეიდასთან ერთად ძალიან ხშირად არის და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.


View this post on Instagram

A post shared by Manu (@achbamariana)


მაკა ასათიანის დის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, როდესაც მარიანა პრესის ფურცლებზე გამოჩნდა. მანამდე საზოგადოებამ ისიც არ იცოდა, მაკას რომ და ჰყავდა.

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი 90-იან წლებ­შიც არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა... მა­შინ, რო­დე­საც თბი­ლი­სის ბო­მონ­დურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი მაკა ასა­თი­ა­ნი, მისი ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი გახ­ლდნენ.


View this post on Instagram

A post shared by Manu (@achbamariana)


სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ის ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს.

წლე­ბის წინ სა­ლო­მე ცო­ლად გაჰ­ყვა ას­ტა­მურ აჩ­ბას. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, მა­რი­ა­ნა.

View this post on Instagram

A post shared by Manu (@achbamariana)


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში