გადაცემა „დილა მშვიდობისა“ საქართველოს სტუმარია „სუხიშვილების“ ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი. ის თავისი დილის რუტინის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უზმოზე სოდიან ადუღებულ წყალს სვამს.
როგორც ნინო ამბობს, სოდიანი წყალი ორგანიზმს წმენდს და აჯანსაღებს.
„ჩემი დილა ადრიანად იწყება და სულ გაწერილი მაქვს. თავის მოვლას დიდ დროს არ ვუთმობ. დილით აუცილებლად ვსვამ ადუღებულ წყალს სოდასთან ერთად, თუმცა ვისაც კუჭის პრობლემები აქვს ეს არ გააკეთოს. სოდა ერთგვარი გამწმენდია, აფერხებს წონის მატებას. ვფიქრობ, ორგანიზმს შინაგანად უნდა მოუარო, რათა გარეგნულადაც ლამაზი იყო“, - ამბობს სუხიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „კოვიდთან ბრძოლის მე-4 დღე, ალოო “ - ანრი ჯოხაძე კორონავირუსით დაინფიცირდა