ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ ბავშვობის პერიოდი გაიხსენა.
როგორც თავად ამბობს, მამამ ის 7 წლის ასაკში მიიყვანა ძიუდოზე.
„თავიდან ძიუდო საერთოდ არ მომწონდა, ბავშვებთან თამაში მერჩივნა. სკოლის პერიოდში ბავშვები რომ სათამაშოდ მიდიოდნენ, მე ძიუდოზე მივდიოდი. სავარჯიშოდ 13 კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევდა, ხან მანქანას მივყვებოდით.
ზამთარში, თოვლში სიარული ძალიან ძნელი იყო. უკან რომ ვბრუნდებოდით, უკვე ღამე იყო და წარმოიდგინეთ, 7-8 წლის ბავშვისთვის როგორი რთული იქნებოდა მარტო სიარული. სახლამდე დიდი გზის გავლა მარტო მიწევდა. ძალიან რთულად მახსოვს ეს პერიოდი. სოფელში გაჭირვება იყო. ზოგჯერ ოჯახში საჭმელიც არ იყო.
სავარჯიშოდ პირობებს რაც შეეხება, დარბაზიც არ ერქვა, სკოლის ოთახი იყო გამოყოფილი, სადაც ვვარჯიშობდით. ოთახში ტატამი ნახევარზე იყო დაგებული, ნახევარზე კი ხალიჩები იყო“, – განაცხადა ბექაურმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები