Digest Logo

ბავშვობის ოცნება, ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბაბი კირკიტაძის ბლიცინტერვიუ

1654865100
ბაბი კირკიტაძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ქართველი მომღერალი „ღამის შოუს“ ბენდის წევრი ბაბი კირკიტაძე.

რით ხარ ცნობილი? - სიმღერით და ღიმილით.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ? - გაიხარე.

10-ბალიანი შეფასების კრიტერიუმით, თქვენს კარიერას რამდენით შეაფასებდით? - ასე ხუთი-ექვსი.

ბავშვობის ოცნება რა იყო? - რაზედაც ვოცნებობდი ბავშვობაში, ზუსტად იმას ვაკეთებ ახლა, კიდევ მაქვს ერთი ოცნება - ოსკარის აღება მინდა და წითელ ხალიჩაზე გავლის ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი? - რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ.

შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეგცვალათ? - ჩემი აზრით, როდესაც ძვირფას ადამიანს კარგავ, მაგ დროს ცხოვრებისეულად აფასებ ყველაფერს. მქონია ასეთი მომენტები და სწორედ მაშინ ვისწავლე ყოველი წუთის დაფასება და ძვირფასი წუთებით ტკბობა. ყოველი დღე მიხარია და გათენებისთვის მადლობელი ვარ.

რა არის სიყვარული? - სიყვარული არის ყველაფერი! დილით მზის ამოსვლა, ყვავილები, მცენარეები, ადამიანები... აი, ყველაფერი მიყვარს, სიყვარული არის ყველაფერი და ყველაფერში არის ის.

მეგობრობა რა არის? - ძალიან მნიშვნელოვანი რამეა მეგობრობა, უნდა გაგიმართლოს, რომ შეგხვდეს ნამდვილი, გულწრფელი და საიმედო მეგობრები. ყოველთვის ვამბობ, ნეტავ რა გავაკეთე ისეთი, რომ ასეთი კარგი მეგობრები დავიმსახურე-მეთქი.

თავისუფლება რა არის? - თავისუფლების გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. მის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, თავისუფლებას ჟანგბადს შევადარებდი, რის გარეშეც სიცოცხლე არ შეიძლება.

ადამიანში რომელი თვისება აღგაფრთოვანებთ? - ძალიან მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებსაც სხვების პატივისცემის უნარი აქვთ. როცა ვინმეს იუმორის გრძნობა აქვს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

სენტიმენტალური თუ ხართ? - ძალიან სენტიმენტალური ვარ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო ვარ. შემიძლია ნებისმიერ რამეზე ვიტირო. მაგალითად, პატარა ცუგა რომ დავინახო, რომელიც მეორე ცუგას ეალერსება და ა.შ.

იუმორის გარეშე ცხოვრება როგორი წარმოგიდგენიათ? - ვერ წარმომიდგენია! ყოფით საკითხებს იუმორით თუ არ შეხედე, ელემენტარულად, გადარჩენა გაგვიჭირდებოდა.

რისთვის ღირს ცხოვრება? - რადგან დაიბადე, უკვე ღირს ცხოვრება, სიცოცხლისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება.

თქვენ შესახებ ჭორი თუ გაგიგიათ? - არასდროს არ გამიგია სკანდალური ამბები საკუთარ თავზე.

ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით? - რისთვის გამაჩინე ამ ქვეყანაზე?

ერთი სურვილი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით? - ძალიან ბევრი ადამიანის დახმარების უნარი რომ მქონდეს.

წინა რესპონდენტმა დათუნა ტატულაშვილმა ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: რას ვერ აპატიებთ საკუთარ თავს? - გამოუყენებელ შანსს.

თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს?.. - იცის თუ არა, რა არის მისი ცხოვრების მთავარი მიზანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ისეთ ფრაზებს მომაწერდნენ ხოლმე, რომელიც საერთოდ არ მითქვამს - ბლიცინტერვიუ გუგული მაღრაძესთან

სკანდალური ჭორები, აბეზარი შეკითხვები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს... - ბლიცინტერვიუ ეკა ბესელიასთან

მინდა მითხრას, რომ გაიხუმრა - ბლიცინტერვიუ ვერა ქობალიასთან