Digest Logo

რა აღიზიანებს, რაზე ტირის და რამ შეცვალა ნინო ნადირაძე - ბლიც-ინტერვიუ

1624018800
ტელეწამყვანი, 2020 წელი

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე.

- ყველაზე კარგი რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა...

- შვილიშვილი შემეძინა.

- როდის ხარ ყველაზე ბედნიერი?

- როდესაც ჩემ ირგვლივ ყველა ჯანმრთელად არის.

- რა არის შენი საყვარელი ფრაზა, სიტყვა?

- არასოდეს თქვა არასოდეს.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

- თეთრი და კრემისფერი.

- რა არის სიყვარული?

- ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გასცა და მეც გამიჭირდება. არ ვფიქრობ ბევრს ამ საკითხზე, ვიღებ როგორც მოცემულობას. სიყვარული არის სიყვარული და მორჩა.

- რა არის თავისუფლება?

- აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. როდესაც ადამიანი გიყვარს, უკვე აღარ ხარ თავისუფალი.

- რა არის მეგობრობა?

- ორი უცხო ადამიანის განსაკუთრებული ურთიერთობა.

- რა იწვევს შენში აღფრთოვანებას?

- უპირობო ერთგულება.

- რისი ხმა გაღიზინებთ?

- დაფაზე ცარცის გასმის ხმა.

- რამ შეიძლება გაგახაროს?

- ჩემი გახარება ძალიან იოლია. ცხოვრება ხანმოკლეა და ვცდილობ ბევრი რამისგან მივიღო სიხარული. ყველაფერი მახარებს. ელემენტარულად ჩემი თანამშრომლის კარგად შესრულებულმა საქმეც კი მაბედნიერებს.

- რა არის ღალატი?

- ღალატი ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია, ისევე როგორც სიყვარული.

- რა თვისებები მოგწონს ადამიანში?

- გამჭრიახობა, როდესაც სხარტად და უცებ იაზრებს ყველაფერს.

- შენი ხასიათის მთავარი შტრიხი...

- მე მეორეული შტრიხები არ მაქვს, ყველა ჩემი ხასიათი მთავარია.

- რა გენატრება ყველაზე მეტად?

- ადამიანები ნიღბების გარეშე.

- რა გწყინს?

- როდესაც მატყუებენ. როცა ადამიანი გატყუებს, ამით ის შენს გონებრივ შესაძლებლობებს აყენებს შეურაცხყოფას.

- რამ შეიძლება აგატიროს?

- საკმაოდ ცივი ვარ, თუმცა ცხოველებზე და ბავშვებზე გული მიჩუყდება ხოლმე.

- ამბავი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია შენზე?

- მამის გარდაცვალებამ შემცვალა. მივხვდი, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია.

- რას კითხავდით ღმერთს თქვენს გადაცემაში რომ მოსულიყო?

- ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ ღმერთს შევხვდე და არა სატანას. თუ ღმერთს შევხვდები, ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება და აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მეტყვის ან რას ვეტყვი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სექსიც არის სრულყოფილ ბედნიერებაში, ორგაზმიც და კარგი ღვინოც - ბლიც-ინტერვიუ ცაგარელთან

ყველაზე დიდი ნაკლი... - ბლიც-ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან

თავისუფლება აზროვნების კატეგორიაა - ბლიც-ინტერვიუ დავით ტურაშვილთან