წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ზუკა რურუამ „ეკო ფანგანის რუბრიკაში“ 13 შეკითხვას უპასუხა
- რა არის სპორტსმენისთვის ბედნიერება?
ზუკა რურუა: ჩვენთვის სპორტსმენებისთვის ყველაზე მთავარია ბედნიერება მივანიჭოთ გულშემატკივარს. განსაკუთრებით ამისთვის ცოცხლობს სპორტსმენი. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი.
- დაახასიათეთ საკუთარი თავი ერთი სიტყვით?
ზუკა რურუა: ჩემ თავზე ვიტყოდი, რომ მშვიდობის მოყვარული მტრედი ვარ. კონფლიქტების მოგვარების საკითხში ექსპერტი ვარ. ძალიან მიყვარს მშვიდობა და დიდ უპირატესობასაც ვანიჭებ.
- დაასახელეთ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი?
ზუკა რურუა: ჩემი ხედვით ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი, ნუ პირველ რიგში ქართველ სპორტსმენებს ვანიჭებ უპირატესობას და საუკეთესო სპორტსმენი არის ლაშა ტალახაძე. მიღწევებით პირველ რიგში და ძლიერი. ქალებში კი ნონა გაფრინდაშვილი.
- ფარული ნიჭი ხომ არ გაქვთ?
ზუკა რურუა: ისე ფარული ნიჭი არაფერი მაქვს, თუმცა ყოველთვის შემეძლო სცენარისტობა და რეჟისურა. სიამოვნებას მივიღებდი. სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი შეიძლება მსახიობი გამოვსულიყავი, სულ მინდოდა კინოში თამაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყარო“ - ბუდუ ზივზივაძის შვილი იუბილარია
⭕ამინდი იცვლება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით