„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მომღერალი - გიორგი სუხიტაშვილთან.
გიორგი სუხიტაშვილი ანუ... „სუხიტა“ კარალელი
რით ხართ ცნობილი... სიმღერით სავარაუდოდ, ვისთვის როგორ...
ბავშვობის მიზნები... სპორტი და სიმღერა, თუმცა სიმღერა უფრო ახლობელი აღმოჩნდა.
მაღიზიანებს... უსამართლობა და სიცრუე.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ.... სტატიისთვის არ გამოდგება...
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... „არ გვიმღერებ?“
ჩემი საუკეთესო მრჩეველი... წლების განმავლობაში სხვადასხვა ადამიანი იყო, გააჩნია რა ასაკში ვიყავი და რა საჭიროებები მქონდა, ერთი კონკრეტული არ მყავდა. ძირითადად საკუთარი თავი.
ადგილი სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ... ყველგან, სადაც სიმშვიდეა.
რისი გეშინიათ... ხან რისი ხან რისი... სიკვდილის ხან ძალიან გვეშინია, ხან ისე რა, გააჩნია რა მდგომარეობაში ვართ.
რით ამაყობ?... ოჯახით, მეგობრებით, ჩემი ნიჭით...
სცენაზე გასვლის წინ... აზიდვებს ვაკეთებ, 40 „აზიდვიდან“ ზევით, რათა დავიღალო.
90-იანებიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გთრგუნავთ?... ომის გახსენება. შიდა ქართლში ისეთი რაღაცები ვნახე, რაც ბავშვობაში კი არა, არასდროს უნდა ნახო...
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... საათი, რომელიც სულ მარჯვენა ხელზე მიკეთია, ტელეფონი.
ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ... ახლაც ვკითხულობ... რამდენიმეს ვკითხულობ პარალელურად...
ღმერთს რომ შეხვედროდით, რას ჰკითხავდით?... სხვა სამყაროები მაინც გვაჩვენოს, ვიცი, რომ არსებობს.
ყავა თუ ჩაი... 18:00 საათამდე ყავა, 18:00 საათის შემდეგ ჩაი.
წინა სტუმარმა, სოფო ბედიამ დაგიტოვათ კითხვა: განვლილ ცხოვრებას რომ გადახედოთ, რისი შეგრცხვებათ... არაფრის, ახლა რომ ვფიქრობ, ამწუთას არაფრის მრცხვენია, რადგან ყველაფერი ჩვენი ნაწილია, ყველაფერმა ჩვენ „გამოგვთალა“ და ისეთებად გვაქცია, როგორებიც ვართ.
გიორგი სუხიტაშვილის კითხვა „დაიჯესტის“ შემდეგ რესპონდენტს... რამდენად გულწრფელია საკუთარ თავთან, როდესაც მარტო რჩება?