„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მომღერალი - სოფო ბედია.
სოფო ბედია ანუ... სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება.
რით ხართ ცნობილი... სიმღერით და ადამიანობით.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ... მადლობა და გაიხარე.
მაღიზიანებს... ტყუილი და უსამართლობა.
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... ახალს რამეს არ აპირებ?
ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს... რომ არ არსებობდეს კოვიდი.
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ.. ტელეფონი.
ყველაზე მეტად საკუთარ თავში მომწონს... ერთგულება და პასუხისმგებლობა, რაც მაქვს მაღალ დონეზე.
ღმერთს, რომ შევხვდები ვკითხავდი... რატომ მიდიან უდროოდ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები?
სოციალური ქსელი ჩემს ცხოვრებაში არის... ის რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებ.
ხასიათი მაქვს... სამართლიანი და მხიარული.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედი... ჩემი ოჯახია.
ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... კოვიდ პანდემიის კლიპი, როდესაც მაბრალებდნენ, რომ ეს იყო მთავრობის მიერ დაფინანსებული, თუმცა ეს იყო ჩემი კეთილი ნება.
1 სურვილი, რომ გქონდეს რას ისურვებდით... გამეცოცხლებინა მამაჩემი.
ჩვენს ქვეყანას რას უსურვებდით ... მშვიდობას და წარმატებას.
ეკა ბესელიას დატოვებული შეკითხვა სოფო ბედიას.... ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ცხოვრებაში... ჩემი ოჯახის და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელად ყოფნა, როდესაც ჯანმრთელობა ექნება მერე ყველაფერი ექნება.
სოფო ბედიას კითხვა „დაიჯესტი“ შემდეგ რესპონდენტს... რომ გადახედო შენს განვლილ ცხოვრებას რისი შეგრცხვება?
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
რა იზიდავს კაცში, რაზე ოცნებობს და რისი ეშინია ალექსანდრა პაიჭაძეს - ბლიც-ინტერვიუ
რისი ეშინია, რაზე ოცნებობს და რა არ მოსწონს საკუთარ თავში - გაიცანით, სულ სხვანაირი გიორგი ფხაკაძე