„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარი მსახიობი ლიკა შუკაკიძეა, რომელმაც საზოგადოებას თავი ერთ-ერთი პოპულარული სერიალის „სიყვარულს მიღმათი“ დაამახსოვრა.
„დაიჯესტმა“ მსახიობის უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა მასთან ბლიც ინტერვიუ ჩაეწერა.
ვინ არის ლიკა შუკაკიძე... პროფესიით ვარ მსახიობი, დამთავრებული მაქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ 2 შვილის დედა.
სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... - მიყვარხარ.
ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხი... - გულწრფელობა და სამართლიანობა.
სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე... ადრე ვითვალისწინებდი სხვის აზრს და ვცდილობდი სხვისთვის უფრო მეტი გამეკეთებინა ვიდრე საკუთარი თავისათვის და ეს შევცვალე.
საყვარელ ადამიანს რას ვერ აპატიებდით... - ხშირად მიფიქრია ამ თემაზე, საყვარელი ადამიანი არის ბევრი, მარტო მამაკაცი არ არის და ვფიქრობ, საყვარელ ადამიანს ყველაფერს ვაპატიებდი.
არასოდეს მავიწყდება... - სიკეთე და კეთილი საქმე, რომლებსაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებენ.
ბოლოს როდის და რაზე იტირეთ... - ხშირად ვტირი, ოღონდ აუცილებლად მარტო როცა ვარ. ბოლოს ვიტირე რამდენიმე დღის წინ, როდესაც დადებითი შეტყობინება მივიღე სერიალის ერთ-ერთ სცენასთან დაკავშირებით.
საუკეთესო გულშემატკივარი... - საკუთარი თავი.
კითხვა, რომელიც მაღიზიანებს... - როდესაც ადამიანს უჩნდება კითხვა ეს არ მაღიზიანებს, თუმცა გააჩნია ვინ გეკითხება..
რა განსხვავება რეალურ ცხოვრებაში თამთასა და ლიკას შორის... - დიდი განსხვავებაა ჩემსა და თამთას შორის. თამთა ძალიან თამამი გოგოა და ძალიან თავდაჯერებული, ზუსტად იცის რაც უნდა ცხოვრებაში. მეც ვიცი რა მინდა ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი თავდაჯერებული და თამამი, როგორიც თამთაა არ ვარ. არც ასეთი აქტიური ვარ ბიჭის მიმართ, თვალი-თვალში რომ გავუყარო და ვუთხრა ადამიანს პირდაპირ სათქმელი, ძალიან მიჭირს ხოლმე.
თუმცა საერთო გვაქვს ის, რომ ორივეს 2 შვილი გვყავს და ორივეს ბიჭი.
რას იზამდით რეალურ ცხოვრებაში თამთას ადგილზე... - მე ძალიან ვამაყობ თამთას საქციელით და ვფიქრობ, ასე უნდა მოიქცეს ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს რომ უსამართლოდ ექცევიან. რა დააშავა თამთამ? არ აქვს უფლება რომ იყო ბედნიერი? უნდა დაინგრეს სტერეოტიპი, რომ განათხოვარია და შვილი ჰყავს...
წინა რესპონდენტმა მომღერალმა მანანა თოდაძემ ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: ხართ თუ არა ობიექტური ცხოვრებაში? - ასე მგონია, რომ ზედმეტად ობიექტური ვარ.
თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს? - რა გაბედნიერებთ?
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘რისი ეშინია, როდის ეჭვიანობს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ირმა სოხაძესთან