Digest Logo

ყველაზე დიდი შეცდომა,სკანდალური ჭორი და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა -  ბლიცინტერვიუ დევი ბიბილეიშვილთან

1658493540
დევი ბიბილეიშვილი

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია მსახიობი დევი ბიბილეიშვილი.

რით ხართ ცნობილი... არ ვთვლი, რომ ცნობილი ვარ, ცნობადი უფრო ვარ და ესეც პროფესიიდან გამომდინარე.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ? -  ბაზარი არ არის.

შემთხვევა, რომელმაც შეგცვალათ?.. სავსეა ჩემი ცხოვრება  მსგავსი მოვლენებით და მიჭირს გავიხსენო რომელიმე მათგანი.

თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი... ემოციურობა.

ვეჭვიანობ... საბაბის გარეშე არა, მაგრამ თუ საბაბია, რა თქმა უნდა, ზოგადად ვფიქრობ ადამიანი საბაბის გარეშე არ ეჭვიანობს. 

სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე... არ ვარ სტერეოტიპების დამანგრეველი...

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ბევრი ჭორი გამიგია, მაგრამ მარტივი, სულელური და ბავშვური, ისეთი არა ჯერ, რამაც ყური მომჭრა.

როგორ რეაგირებთ ჭორებზე... ემოციების გარეშე, ჭორი მაშინ არის მტკივნეული, როცა სიმართლესთან არის ახლოს და ჩემთან მიმართებაში კი ყველა ჭორი აზრს მოკლებული იყო.

თქვენს კარიერას 10-ბალიანი სისტემიდან, რამდენით შეაფასებდით... 7 ქულით.

სერიალში თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა... ის, რომ ქალს ფიზიკურად შევეხე.

 

 

რა არის სიყვარული... ბევრი შეგრძნების ერთი დიდი ჯამი, რომელსაც კონკრეტული ახსნა არ აქვს.

თვისება ქალში, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ... ერთგულება.

რისი პატიება არ შეგიძლიათ... ორპირობას.

ვტირი...იშვიათად.

ბოლოს როდის და რაზე იტირეთ... რამდენიმე თვის წინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც პატარა ბავშვი დედასთან ერთად იჯდა, ძალიან ემოციური ვიდეო იყო და ჩემი უსუსურობიდან გამომდინარე ავტირდი.

ყველაზე უჩვეულო თვისება, რომელიც გახასიათებთ... ზედმეტად ცვალებადი ადამიანი ვარ. 

რა უფრო მეტია შენ ცხოვრებაში, გაკეთებული, თუ ნათქვამია... ჯერჯერობით, ნათქვამი.

ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენ ხასიათში... პრინციპულობა.

ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანია... მეორე ბავშვს ველოდები და ვმუშაობთ თეატრში პიესაზე.

საყვარელი ფილმი... Only Lovers Left Alive (მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან)

რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი... ვიცხოვრო ყოველ დღე ისე, თითქოს ბოლო დღეა და ვიყო საკუთარ თავთან მართალი.

რას ურჩევდით მოძალადე კაცებს... დაფიქრდნენ კარგად, სანამ ძალადობას ჩაიდენენ, საიდან მოდის და რისი მომტანია მათი ეს საქციელია.. ძალადობა წარმოშობს ისევ ძალადობას. თუ გააანალიზებენ და შედეგებზე დაფიქრდებიან, ალბათ აღარ ექნებათ სურვილი ძალადობის, რაღაცები მერე გადადის ინსტინქტში და სწორედ ესე იყო სოსოს შემთხვევაშიც, მას არ ჰქონდა ძალადობა ჩაფიქრებული, სწორედ ინსტინქტი იყო ის, რამაც გააშიშვლა ეს პერსონაჟი და ამ ერთმა საქციელმა ისაუბრა ამ პერსონაჟზე...

საუკეთესო გულშემატკივარი... გულშემატკივრების დიდი არმია მყავს, დედა, ბებია,  ცოლი, შვილი... 

ინტერვიუ სრულდება... წარმოიდგინეთ, გარეთ გადიხართ და დერეფანში პოულობთ ლატარიის ბილეთს, რომლის შედეგადაც მილიონ დოლარს იგებთ. რას იზამდით?.... პირველ რიგში მივხედავდი უპატრონო ცხოველების საკითხს, გავუკეთებდი სტერილიზაციას და არც ერთი უპატრონო ცხოველი და კატა არ იქნებოდა ჩვენ ქვეყანაში. ეს არის პრობლემა, რომელიც ასე გლობალურად დგას... დღეს სახლში 6 კატა მყავს, რომლებიც ქუჩიდან, ისეთი ადგილებიდან მოვიყვანე, რომ იქ უბრალოდ ვერც დავტოვებდი. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ჩემთვის ეს რამხელა პრობლემაა. რომ მომეგო მილიონი, აუცილებლად ვიზამდი ამ ყველაფერს, რომც არ მოვიგო მაინც ვიზამ.

გია ჯაჯანიძემ დაგიტოვათ კითხვა: იპოვეთ ნატვრის თვალი და უნდა ჩაიფიქროთ 3 სურვილი, რას ჩაიფიქრებდით? 

1. უპატრონო ცხოველები აღარ ყოფილიყვნენ.

2. დაავადებას, როგორიც არის სიმსივნე და სისხლის გათეთრება, გავაქრობდი დედამიწიდან.

3. ქვეყანაში გავაკეთებდი ისეთ რამეს, რომ მეც და ყველას გვეშველებოდა. 

თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენ შემდეგ სტუმარს... თუ სჯერა ადამიანის გამოსწორების?

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

შემთხვევა რომელმაც შეცვალა, ბავშვობის ოცნება, საუკეთესო გულშემატკივარი და ცხოვრება „ღამის შოუმდე“ - ჯიმი აბესაძის ბლიცინტერვიუ

სკანდალური ჭორი, სტერეოტიპი, რომელიც დაანგრია და როლი, რომელზეც უარს იტყოდა - გიორგი გასვიანის ბლიცინტერვიუ

რისი ეშინია, როდის ეჭვიანობს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ირმა სოხაძესთან

სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან