Digest Logo

რა აღიზიანებს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რის გარეშე ვერ ძლებს - ბლიც-ინტერვიუ კესარია აბრამიძესთან

1625573340
ლგბტ თემი

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მოდელი და ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე.

კესარია აბრამიძე ანუ... სილამაზე, თავის მოვლა, ნათება.

რით ხართ ცნობილი... ვფიქრობ გარეგნობით, სადაც გავივლი ყველგან რეიტინგს ვწერ.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ... ერთი შენი კარგიც მოვ...ან

მაღიზიანებს... განწყობას გააჩნია. თუ ცუდ ხასიათზე გავიღვიძე ყველაფერი მაღიზიანებს, ხოლო თუ განწყობა კარგი მაქვს ვერაფერი შემიცვლის ხასიათს.

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... „იგი გაკეთებული გაქვს“?

ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს... მინდა მილიარდერი გავხდე.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი და ვიბრატორი.

ყველაზე მეტად საკუთარ თავში მომწონს... საკუთარ თავში მომწონს თვალები და ინტიმური ადგილი.

ღმერთს რომ შევხვდები, ვკითხავდი... რატომ გამოიმეტე ჩემთვის ამდენი სიკეთე? ალბათ გეცალა - მხატე, მქარგე გამალამაზე და ასეთი შემქმენი.

სოციალური ქსელი ჩემს ცხოვრებაში არის... დამოკიდებული ვარ მასზე. ის ჩემთვის არის გართობის, პოზიტივისა და შემოსავლის წყარო.

ხასიათი მაქვს... ზღაპრული, იუმორისტული.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედი... ჩემი დაა.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ერთ-ერთი ცნობილი ქალის ქმრის საყვარლობას მაბრალებენ, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ.

ყავა თუ ჩაი... ჩაი.

ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ... თორნიკე ჯგერენაიას ახალი წიგნი

რითი ამაყობ... საკუთარი თავით. ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ ვამაყობ, იმიტომ რომ, ჩემს მიერ განვლილი გზა არ იყო ადვილი.

წინა ბლიცის სტუმარმა, გიორგი სუხიტაშვილმა დატოვა კითხვა...რამდენად გულწრფელი ხარ, როდესაც საკუთარ თავთან მართო რჩები? ... ყოველთვის გულწრფელი ვარ. გულწრფელობისთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ მჭირდება.

რა კითხვას დაუტოვებდი შემდეგ სტუმარს... როგორ დაახასიათებდით ტრანსგენდერ, კესარია აბრამიძეს?

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვიქნებოდი კომბლე, რომელსაც ეყოლებოდა ჭრელა - ბლიც-ინტერვიუ გიორგი გუგავასთან

ბლიც-ინტერვიუ „მძიმე კაცთან“

თუ წვიმს, ვამბობ, აი, რა კარგი ორკესტრია - ბლიც-ინტერვიუ