Digest Logo

„დაბოლილები არიან. მეგონა, მიწისძვრა გამოაფხიზლებდათ, მაგრამ სულ „შექანდნენ”. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“ - რამ გააბრაზა გიორგი ფხაკაძე

1651486638
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის სტატისტიკა - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება. 

გარდა ამისა, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა გააღიზიანა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დაბოლილები უწოდა.

„ტაში…
ტესტირება - არა,

სტატისტიკა - არა,

პირბადე - არა…

კოვიდი საქართველოში არ არის!

ესენი აშკარად დაბოლილები არიან. მეგონა, მიწისძვრა გამოაფხიზლებდათ, მაგრამ სულ „შექანდნენ”. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ… თქვენ რას ფიქრობთ?!

ჯანმრთელობას გისურვებთ…“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ღლიცინი, რომ ძალიან გამიკვირდა... ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ“ - რატომ გაბრაზდა თამარ ივერი

🔵პუტინმა სახის შესანარჩუნებლად შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - ამერიკელი სენატორი

🔵„დიდი ბრიტანეთის ტერიტორია ნაწილობრივ გაქრება... მესამე მსოფლიო ომი არ იქნება“ - ნათელმხილველის უახლესი სკანდალური პროგნოზები