Digest Logo

„ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ღლიცინი, რომ ძალიან გამიკვირდა... ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ“ - რატომ გაბრაზდა თამარ ივერი

1651480937
თამარ ივერი

„ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ და ამის შემხედველი ვფიქრობდი, ნეტავ, „კაიფში“ ხომ არ არიან ან ხომ არ გაუტეხეს გვერდი -მეთქი?! “, - ამის შესახებ სოპრანო თამარ ივერმა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას განაცხადა და ენდროს ხარშვისას ქვაბში ჩავარდნილი „აიფონის“ შესახებ მისი ახლობლების რეაქციებზე ისაუბრა.

„არ ვიცი, შეიძლება არც უნდა დამეწერა ფეისბუკზე ამის შესახებ, მაგრამ დავწერე, ბრავო „აიფონს“-მეთქი. ადუღებულ წყალში იხარშებოდა ტელეფონი და არაფერი მოუვიდა. ამაზე აღლიცინდა მთელი სოციალური ქსელი, რადგან ენდროში ჩავარდა და თან, წითელ პარასკევს, ტელეფონი ნაკურთხია და ამიტომ არ გაფუჭდა. აი, ივერი რა დაცურებულიაო. რატომ ვარ დაცურებული, რომ გამიკვირდა რაღაც?.. ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ღლიცინი, რომ ძალიან გამიკვირდა. ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ და ამის შემხედველი ვფიქრობდი, ნეტავ, „კაიფში“ ხომ არ არიან ან ხომ არ გაუტეხეს გვერდი -მეთქი?! ვერ წარმომედგინა, რომ ის ადამიანები ამ თემაზე დაიწყებდნენ ღლიცინს. მერე ეს ყველაფერი იუმორში გადავიტანე…

უბანში ბიჭმა ზღარბი იპოვა და ვეფერებოდი. ესეც ფეისბუკზე მედო და დაიწყეს, ეს ზღარბი არის ენდროში ჩავარდნილი რაულიო. თან ისეთმა ცნობილმა ადამიანმა დადო ეს პოსტი, ზეინტელექტუალური ბიჭია. მისგან გამიკვირდა. არ ვიცი, საბავშვო ბაღის დონეა. ღადავი დაიწყეს, ვითომ ისეთი ბნელია ივერი, რომ სჯერა, ენდრომ გადაარჩინა ტელეფონი და ფიქრობს, ჩვეულებრივ წყალში გაფუჭდებოდაო, არადა, ამაზე მე არაფერი დამიწერია. ეს თავიანთი დასკვნა იყო. მაგრამ კარგი, სულ ომსა და უბედურებას, ჯობს, ისევ ივერის პოსტზე იღლიცინონ. თან, ისეთი ხალხი ღლიცინებდა, ვინც დღე და ღამე ბულინგის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს…“,- განაცხადა თამარ ივერმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ზარინით მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

🔵პუტინმა სახის შესანარჩუნებლად შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - ამერიკელი სენატორი

🔵„დიდი ბრიტანეთის ტერიტორია ნაწილობრივ გაქრება... მესამე მსოფლიო ომი არ იქნება“ - ნათელმხილველის უახლესი სკანდალური პროგნოზები