Digest Logo

„ეს არის კატასტროფა! ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. იგივე, რომ ქვეყანა მტერს ერთი გასროლის გარეშე ჩააბარო“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

1648896852
ჯანდაცვის ექსპერტი

„ჩინური ვაქცინები იყო, არის და იქნება ნაგავი ამის არაერთი ათეული მეცნიერული სტატია არსებობს უკვე და მე ხშირად ვაქვეყნებ ჩემს გვერდზე“,  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს და საქართველოში კოვიდ ვაქცინაციის გაჩერების პროცესზე საჯაროდ საუბრობს.

„დღეს საქართველოში კოვიდ ვაქცინაცია გაჩერდა (გააჩერეს).

🔽ეს არის კატასტროფა!

🔽 ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება!

🔽ეს არის იგივე, რომ ქვეყანა მტერს ერთი გასროლის გარეშე ჩააბარო!

🔽 ეს არის არპროფესიონალი, არაკომპეტენტური, კორუმპირებული „ბნელიტის“ მმართველობა!

🔽 პფაიზერი და მოდერნა - ეს ორი ვაქცინა არის დღეს ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და სრულად დამტკიცებული (არაექსპერიმენტული) ვაქცინები მსოფლიოში.

🔽 ჩინური ვაქცინები იყო, არის და იქნება ნაგავი ამის არაერთი ათეული მეცნიერული სტატია არსებობს უკვე და მე ხშირად ვაქვეყნებ ჩემს გვერდზე.

🔽 თავის გამართლება აქ აღარ გიშველით, ძველო და ახალო „მუშკეტერებო”. ფაქტი სახეზეა, თქვენ ხართ ქვეყნის მტრისთვის ჩამბარებლები. დიახ, ქვეყანა კორონა ვირუსს უბრძოლველად ჩააბარეთ და იმ თქვენი მოჩვენებითი “ბრძოლის” უკვე აღარავის სჯერა. საქართველო დღეს ორი გამოწვევის წინაშე დგას: რუსეთი და კოვიდი. კოვიდს უკვე მიართვით ქვეყანა და რუსეთს როდის მიართმევთ?!

🔽 P.S.ოცნების სექტანტებს და დაქირავებულ/გაყიდულ სააგენტოებს მოგმართავთ, ტეხავს რეალობის არდანახვა და ყველაფრის „გაპრავება“. მეტიც, დანაშაულის თანამონაწილე ხდებით“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გაზრდის დაპირისპირებების, ტექნიკური ავარიებისა და გლობალური კატასტროფების ალბათობას. ყველას მაქსიმალური თავშეკავება და წინდახედულება მართებს“ - ასტროლოგი ახალმთვარეობაზე

🔵„ისეთი საცოდაობა ტრიალებს, სიცოცხლე აღარ მოგინდება“ - გიგა მაქარაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

🔵 VIDEO: სალომე ჭაჭუა საქართველოში დაბრუნდა - ნახეთ, რას ჰყვება ქორეოგრაფი