Digest Logo

„გაზრდის დაპირისპირებების, ტექნიკური ავარიებისა და გლობალური კატასტროფების ალბათობას. ყველას მაქსიმალური თავშეკავება და წინდახედულება მართებს“ - ასტროლოგი ახალმთვარეობაზე

1648893440
ასტროლოგი გიგაური

„11 აპრილიდან მერკური კუროს ზოდიაქოში გადავა და ადამიანებში აზროვნების პროცესი უფრო ორგანიზებული, პრაქტიკული და პრაგმატული გახდება. ის იდეები, რომლებიც მანამდე წარმოიშვა, კონკრეტულ ფორმებს მიიღებს და რეალიზაციისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს“, - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

„აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი:

1 აპრილი - ახალმთვარეობა
5 აპრილი - ვენერას თევზებში ინგრესია
11 აპრილი - მერკურის კუროში ინგრესია
15 აპრილი - მარსის თევზებში ინგრესია
16 აპრილი - სავსემთვარეობა
20 აპრილი - მზის კუროში ინგრესია
29 აპრილი - პლუტონის სტაციონარული ფაზა (რეტროგრადული: 3 მაისს გახდება)
30 აპრილი - მერკურის ტყუპებში ინგრესია

აპრილი დაიწყო ვერძის ახალმთვარეობით, რაც ბუნებრივია, ერთთვიან ენერგიულ, იმპულსურ და აგრესიულ პერიოდზე მიანიშნებს. ვერძის ახალმთვარეობა ყოველთვის მიანიშნებს ენერგიის განახლებაზე, რომელიც ყველა მიმართულებით გამოვლინდება - ეს იქნება როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.

ამ ენერგიის განახლება გაგრძელდება 5 აპრილამდე. ამ დღეს ვენერა შეიცვლის ნიშანს და მერწყულიდან თევზებში გადავა. თუ ვენერა - მერწყულში უფრო ცივია და თევზებში გაცილებით მგრძნობიარეა. ამიტომ სასიყვარულო კუთხით, სწორედ 5 აპრილიდან გააქტიურება ახალი იმპულსები და მოსალოდნელია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გააქტიურდეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობები. მოსალოდნელია ადამიანებს შორის მეტი თანაგრძნობის და ერთმანეთზე მზრუნველობის სურვილის გაჩენა. ეს ყველაფერი საშუალებას გააჩენს აღმოიფხვრას პირად ცხოვრებაში შექმნილი გაუგებრობები ან განვითარდეს სრულიად ახალი კავშირები.

11 აპრილიდან მერკური კუროს ზოდიაქოში გადავა და ადამიანებში აზროვნების პროცესი უფრო ორგანიზებული, პრაქტიკული და პრაგმატული გახდება. ის იდეები, რომლებიც მანამდე წარმოიშვა, კონკრეტულ ფორმებს მიიღებს და რეალიზაციისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

საერთოდ, აპრილის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება ახალი საქმეების, პროექტების დაწყებისთვის, ასევე შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვის.

ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს 16 აპრილის სავსემთვარეობა. ამ დღეს მზე, მთვარე და პლუტონი შექმნიან ნეგატიურ კონფიგურაციას ტაუ-კვადრატს. ეს კი 15, 16 და 17 აპრილს გაზრდის დაპირისპირებების, ტექნიკური ავარიებისა და გლობალური კატასტროფების ალბათობას. ამ პერიოდში ყველას მაქსიმალური თავშეკავება და წინდახედულება მართებს. მარსის თევზებში გადასვლა ბევრად „დაარბილებს“აგრესიულობას, თუმცა ეს უფრო „შვებას“ უფრო პირად ცხოვრებას მისცემს, სამსახურებრივი საქმეები და საერთაშორისო საკითხები ძველებურად დაძაბული იქნება.

20 აპრილიდან მზე კუროს ნიშანში გადავა და ეს ვერძის აგრესიულ ენერგიას შედარებით „დაასუსტებს“ და ადამიანები აქცენტს უფრო პრაქტიკულ შედეგებზე გააკეთებენ, რაც გამოსავლის მოძებნა უფრო რეალური გახდება. ეს პერიოდი მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდება და 27 აპრილიდან დაძაბულობის ხარისხი კვლავ მოიმატებს. აპრილის ბოლო დღეები ხისტი და ფეთქებადსაშიში იქნება. გაზრდილი იქნება ტრავმების ალბათობაც. თუმცა თვის ბოლოს მერკურის ტყუპებში გადასვლა გაზრდის საქმიანის შეხვედრების წარმატების მოგვარების ალბათობასაც (თუმცა მისი სასიკეთო გავლენა რეალურად მაისში გამოვლინდება).

ავარიული დღეები: 5, 6, 10, 18, 26-30

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
20 აპრილამდე სასიკეთოა ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
20 აპრილიდან შედარებით სასიკეთო გახდება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა).
სავსემთვარეობას (16 აპრილს) განსაკუთრებული ყურადღება მართებს ვერძის, სასწორისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ასევე იმათ, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის, სასწორის ან თხის რქის 27-ე გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ისეთი საცოდაობა ტრიალებს, სიცოცხლე აღარ მოგინდება“ - გიგა მაქარაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

🔵 VIDEO: სალომე ჭაჭუა საქართველოში დაბრუნდა - ნახეთ, რას ჰყვება ქორეოგრაფი

🔵„მძღოლზე არაფერს დავწერ... ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით“ - რას წერს ნატალია ქუთათელაძე