ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, ის ფინალშიც გადავიდა, თუმცა მალევე დატოვა პროექტი.
ქორეოგრაფი საქართველოში უკვე დაბრუნდა. პროექტის შესახებ ცნობილმა მოცეკვავემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა ხმა დააკლდათ.
„გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან აბსოლუტურად ყველა დადგმა მე გავაკეთე, ყველა ჩემი ქორეოგრაფია იყო. ჩემს თავს ახალი „ჩელენჯები“ გავუკეთე…
მადლობელი ვარ ჩემი მეწყვილის, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ამყვა“, - აცხადებს სალომე ჭაჭუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მძღოლზე არაფერს დავწერ... ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით“ - რას წერს ნატალია ქუთათელაძე
🔵რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა