Digest Logo

„ეს იმათ გასაგონად, ვისაც აუჩემებია: რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე! უნდა აიცრა, რომ გადარჩე, რეგვენო“ - ქეთი ლობჟანიძე

1635929285
ექიმი ქეთი ლობჟანიძე

ექიმი ქეთი ლობჟანიძე არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის ტემპის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. 

„ჩვენს პატარა ქვეყანაში 10000-ს გადააჭარბა კოვიდის მსხვერპლთა რიცხვმა! მხოლოდ ოქტომბერში 1000-ზე მეტი დაიღუპა! რეანიმაციებში 99% აუცრელია! როცა იმუნიზებული ინფიცირდება, მსუბუქად გადააქვს, ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. ეს იმათ გასაგონად, ვისაც აუჩემებია: რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე! უნდა აიცრა, რომ გადარჩე, რეგვენო (ეს ეპითეტი ეკუთვნის იმ ტოქსიურ-აგრესიულებს, ინბოქსში რომ მივარდებიან ამ კითხვით და სისაძაგლეებს მწერენ)!

ცალკე უბედურებაა კოვიდით სიკვდილის პროცესი! ჯერ ზოგადად აუტანელია ოჯახის წევრის, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ათმაგად გაუსაძლისია, როცა ის ჰოსპიტალიზაციის, დიდი ბრძოლის, ტკივილისა და სიკვდილის შიშით იღუპება უცნობ ადამიანთა შორის და არა ახლობლებში!

მამა საუკეთესო ექიმის ხელში იყო, ბოლომდე იბრძოლეს რეანიმაციაში მის გადასარჩენად, მაგრამ მძიმე ფორმის გართულებების საშველი არაა! ადამიანი განწირულია ამ დროს! როგორც ექიმს, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ აი, უკვე მე-10 თვე გადის, რაც ამ ტკივილით ცხოვრებას ვსწავლობ, ვცდილობ და ჯერ ვერ მოვახერხე, ძალიან მაკლია ის ბოლო ჩახუტება, რომელიც გამოვტოვე კოვიდის გამო, ვერ დავემშვიდობე, მადლობა ვერ ვუთხარი იმ უსაზღვრო სიყვარულისა და იდეალური მამობისთვის!

კოვიდით სიკვდილი ათმაგად გაუსაძლისი ტანჯვაა! ამდენს ვწერთ, გიზიარებთ მტკივნეულ გამოცდილებას, რომ გაფრთხილდეთ, აიცრათ,მაგრამ უშედეგოდ! ისევ 25% არის აცრილი და ქოცი თუ ნაცი ერთმანეთის ჯიბრზე მრავალათასიან შეკრებებს აწყობს, ისევ იღუპებიან კარგი ადამიანები და ოჯახები გლოვაში არიან!
ადამიანურობას განსაზღვრავს თანაგანცდა, ვისაც ეს არ გააჩნია მხეცია! ჩემთვის ადამიანებმა მხეცების სახე მიიღეს და ეს კატასტროფაა!” - წერს ქეთი ლობჟანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გამოცდილება გვაქვს!... დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება“

🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

🔵დღის რჩევა: კარგი დღეაშერიგებისა და ძველი ურთიერთობის აღსადგენად