Digest Logo

გოგინავა: ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა კორონავირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება

1709284567
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 2020

„საქართველოში, ამ ეტაპზე სეზონური გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა კოვიდ 19-ის შემთხვევებიც ფიქსირდება“ - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

ექიმი ამბობს, რომ მარტში მოსალოდნელია გრიპის ვირუსის რაოდენობის შემცირება. 

„ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა არის სხვა რესპირაციული ინფექციებით მომართვიანობაც, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევებიც ფიქსირდება. გრიპის ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მარტის პერიოდში გვქონდეს ნაკლები შემთხვევები. თუ აღინიშნება რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ა.შ. ასეთ დროს, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი, რომ მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება“, - აღნიშნა ექიმმა „იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, worldometers-ის ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, მას შემდეგ რაც კორონავირუსი პირველად გამოვლინდა, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 703 847 394-ს შეადგენს. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 674 622 061 ადამიანი, ხოლო 7 მილიონზე მეტი დაიღუპა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქართველები იტალიაში უბრალოდ ცოცხლობენ, დამჭკნარ ყვავილებს ჰგვანან...“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც უცხოეთში დიდ წარმატებას მიაღწია

🎥 რატომ არ ჩანდა ეკრანზე ნინო ღავთაძე - დიდი პაუზის შემდეგ მომღერალი სცენას დაუბრუნდა

🎥 მზია გეწაძე ეკრანზე უჩვეულო ფორმაში გამოჩნდა (ფოტოები) - „ძალიან გიხდება ეს სტილი, თავისუფალი“