Digest Logo

„კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე აქ არის...“ - გიორგი ფხაკაძე

1692091461
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შტამი გამოჩნდა, რომელიც წინა ვარიანტებთან შედარებით მსუბუქია.

„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან “მძიმე”, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში… დანარჩენი წერია სტატიაში…“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეტრად იზრდება.

ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მშვიდად ვგრძნობ თავს რადგან, ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს“ - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

🔵„ჩემს სახლთან სასწრაფო რატო აღარ მორიგეობს ვინმემ იცით? რამე შეფერხებაა? თუ 2 ადამიანის გასვენების მერე აღარ ვნერვიულობთ? ჯერ არ დაგვისრულებია...“- მარიტა გუტაშვილი

🔵იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს, რომლის დედაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა