Digest Logo

კოვიდპასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ექიმები ეპიდვითარებას კატასტროფულად აფასებენ და რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ

1634721719
თბილისის ავტობუსი

ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა - ასე აფასებენ ექიმები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დადგა დრო, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. მათ ნაწილი, ასევე, თვლის, რომ მოქალაქეების დაცვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება კოვიდპასპორტების, ანუ ე.წ „მწვანე საშვის“ შემოღებაც, რომლის წარდგენის შემდეგ უნდა დაიშვებოდნენ ისინი დახურულ სივრცეებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„მდგომარეობა არის კატასტროფული ამას სხვა შეფასება ვერ მოჰყვება. ყველაფერი მოსალოდნელია შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს. რეგიონებში ადგილი არ იყოს, ქალაქი გადაივსოს. უკვე დგება ის მომენტი, რომ აცრა უნდა გახდეს სავალდებულო გარკვეული კატეგორიის მუშაკებისთვის, რომელთაც კავშირი აქვთ ბავშვებთან, სტუდენტებთან, საჯარო მოსამსახურეები და ა.შ,“ - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება

🔵ქვეყანაში 1154 მძიმე პაციენტია - „წადით და აიცერით თუ გინდათ მეტი პოზიტივი იგრძნოს ქვეყანამ“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵ლიმონსა და ნიორს კორონავირუსზე ზემოქმედების არანაირი უნარი არ გააჩნია - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები

წყარო: rustavi2.ge