ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულას ეთერში“ კოვიდპასპორტების შემოღებაზე და ბავშვებში გრიპის ვირუსის ვაქცინაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვაქცინის არ გამოყენება დანაშაულის ტოლფასია.
„მარათონის დაწყება ცალსახად არის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი მოქალაქეებისთვის და არა მარტო აუცრელების დაცვისთვის ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კოვიდპასპორტების სრულფასოვნად შემოღება. კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება დახურულ შენობებში, რესტორნებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე. მხოლოდ ამით მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, მეტი გამოსავალი უბრალოდ არაა.
სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა და რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება სამწუხაროდ ამ პანდემიას. ლეტალობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გვაქვს და ეს თავის დაღწევის შესაძლებლობა არის, სწორედ 11- ჯერ შევამციროთ გარდაცვლილი ადამიანების ციფრი თუ ჩვენ ვიქნებით წარმატებული ვაქცინაციის ქვეყანა. რაც უფრო სწრაფად დავიჯერებთ ამას, მით მალე დავაღწევთ თავს ამ დაუსრულებელ ტალღებს“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინა აუცილებელია.
„გრიპის შემთხვევაში ერთადერთი კოვიდისგან, რისკის ჯგუფებში შემოდის სკოლამდელი ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით ექვსი თვიდან 2 წლამდე და 5 წლის ასაკამდე. გრიპის დროს ბავშვების აცრა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მშობელი ბავშვს პირველად უკეთებს გრიპის ვაქცინას, ის უნდა გაკეთდეს 2 დოზა 4 კვირის ინტერვალით, რაც ხშირად ეშლებათ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„არც ასაკი აქვს სიყვარულს და არცერთი ლიმიტი, გვიყურეთ ბევრი წელი და ისწავლეთ“ - ალექსანდრა პაიჭაძე
🔵VIDEO: „გათხოვებამ ჩემში ფემინისტი ქალი დაჩრდილა“ - რას ამბობს ირინა ტორონჯაძე მეუღლეზე
🔵VIDEO: „აუ, კარგი რა, კარგი რააა....“- გვანცა ციხელაშვილს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვეს
🔵„გზაზე ახალგაზრდა ქალი გადამიდგა... გავწიე ხელით, არ იწევა “ - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს