მეუფე სპირიდონი სხალთის მონასტერში ჩატარებული ქადაგების დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. როგორც თავად აცხადებს, შერიგება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ ექსპრეზიდენტს ბოდიში საჯაროდ არ მოუხდია.
„როცა ასეთი ცოდვებია ჩადენილი და შენ ამბობ, მოდი, რა შევრიგდეთ, როგორ შევრიგდეთ შე დალოცვილო, არ მოგინანიებია! როგორც საჯაროდ ლანძღავდი და აგინებდი ეკლესიას, ასევე საჯაროდ უნდა მოინანიო ეს, რომ ხვრეტდი საჯაროდ ქუჩაში ბავშვებს, უნდა გამოხვიდე და საჯაროდ გულწრფელად მოინანიო, უნდა თქვა, რომ უმძიმეს ცოდვებში ჩავარდი და შენს ხალხს და შენს ქვეყანას სთხოვო შენდობა!
როგორც დავით გარეჯა საჯაროდ გადააბარე უცხო ქვეყანას, ეს წმინდა მიწის ნაწილი, უნდა საჯაროდ მოინანიო! რომ დაუთმე სამაჩაბლო, ახალგორი და კოდორის ხეობა უცხო ქვეყანას, უნდა საჯაროდ მოინანიო, თუ გინდა რომ გეპატიოს, თორემ ისე რა აზრი აქვს? არაფერი! ესე იგი, გამოდის, შენ გინდა ხელისუფლებაში დაბრუნდე, რომ მერე შურისძიებით უარესი გააკეთო.
რადგან დაუპირისპირდი ეკლესიას და ალანძღინე შენს ტელევიზიებს, კიდეც ხარ იქ, სადაც იმსახურებ! რომ არ მოხდეს მოკვეთა, სანამ ხარ ცოცხალი, შეინანე! მე შენი გაკეთებული სიკეთეც მახსოვს, მაგრამ ერთი ხელით ააშენე, მეორეთი დაანგრიე!“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გზაზე ახალგაზრდა ქალი გადამიდგა... გავწიე ხელით, არ იწევა “ - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს
🔵რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს და როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია - ზაზა თელიას განმარტება