დეკანოზი შალვა კეკელია ქადაგების დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მან საზოგადოების იმ ნაწილზე ისაუბრა, ვინც ეკლესიაში არ დადის და პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს ესწრება.
„რა დღეშია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი. ერი, რომელიც ქრისტეს გამო ეწამებოდა. დღეს ქრისტეს წინააღმდეგ იბრძვის, გარკვეული ადამიანებისთვის უკვე არ არსებობს ზნეობა, არ არსებობს ეროვნულობა, არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს არანაირი ღირსება და ადამიანობა.
უნდა დაფიქრდეს და გონზე მოვიდეს მთელი ერი, უნდა შეინანოს მთელმა ერმა, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! სწორი აზრი და შეხედულება, გააზრებული და მართალი ცხოვრება გვმართებს თითოეულ ქრისტიანს”, - განაცხადა დეკანოზმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გზაზე ახალგაზრდა ქალი გადამიდგა... გავწიე ხელით, არ იწევა “ - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს
🔵რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს და როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია - ზაზა თელიას განმარტება