
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. არ არის გამორიცხული რეანიმაციაში გადაიყვანონ“, - ამბობს სააკაშვილის ადვოკატი.
როგორც PIA.GE-სთან საუბარში კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, უცნობია თუ ვისგან გადაედო სააკაშვილს კორონავირუსი.
„ამ წუთში ბათუმში ვარ და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. უბრალოდ, ვერ გავიგეთ საიდან ინფიცირდა... ჩვენ ექთანზე, ვისზეც გვქონდა ეჭვი, მას PCR ტესტით არ დაუდასტურდა კოვიდი, არც სტაფს, ვისთანაც შეხება ჰქონდა. ამიტომ, მოძიების პროცესში ვართ. ჯერჯერობით, ინფექციონისტმა გასინჯა და მკურნალობა დაწყებულია", - აცხადებს ნადირაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ველოდები კომენტარებში ისტერიკას, თუ როგორ ვბედავ ამას“ – რას წერს თამუნა მუსერიძე