Digest Logo

„პფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები მოსახლეობისთვის მომდევნო კვირის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი“ - თამარ გაბუნია

1648886040
თამარ გაბუნია

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში პფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები მოსახლეობისთვის მომდევნო კვირის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაცია მან „ინტერპრესნიუსთან” საუბრის დროს განაცხადა.

„მოგეხსენებათ, საქართველომ „ფაიზერის“ ახალი დოზები შეისყიდა, რომელიც მომდევნო კვირის დასაწყისში მცირე ლოჯისტიკური ცვლილების შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. არსებული დოზები სრულად ჩანაცვლდება „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზებით, მთლიანად ახალ ლოჯისტიკურ სქემაზე გადავალთ. დარჩენილი დოზების ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში შეფასდება. მომდევნო კვირაში ზუსტად გვეცოდინება, რა მარაგი დარჩა პირველი პარტიიდან“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან”.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა

🔵„გუშინ ისანში ვიღაც BMW მძღოლმა ისეთი მანევრი გააკეთა, მართლა ბეწვზე გადავრჩი. ჩვეულებრივად მკლავდა“ - რა შეემთხვა ვიკა ბუკიას

🔵„მომიკლეს მამა ამ არაპროფესიონალებმა. მისი სხეული ისე გაასიეს და გააუბედურეს ადამიანურს აღარ ჰგავდა“ - რას წერს შვილი ექიმ ალეკო ცხაკაიას გარდაცვალების შესახებ