Digest Logo

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა

1648885817
ტატუნაშვილი არჩილი

დღეს ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 39 წლის გახდებოდა. გარდაცვლილს დღევანდელ დღეს სოციალურ ქსელში არ შესრულებულ იუბილეს ულოცავენ. მათ შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები.

ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა და პერიოდულად ჩადიოდა ოკუპირებულ დაბაში.

ის ერთ-ერთი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რაც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გუშინ ისანში ვიღაც BMW მძღოლმა ისეთი მანევრი გააკეთა, მართლა ბეწვზე გადავრჩი. ჩვეულებრივად მკლავდა“ - რა შეემთხვა ვიკა ბუკიას

🔵„მომიკლეს მამა ამ არაპროფესიონალებმა. მისი სხეული ისე გაასიეს და გააუბედურეს ადამიანურს აღარ ჰგავდა“ - რას წერს შვილი ექიმ ალეკო ცხაკაიას გარდაცვალების შესახებ

🔵 VIDEO: „ეს იმათ წააკითხეთ, ვინც საქართველოზე უკრაინასთან მიმართებაში აუგად საუბრობს და „ქართველობის რცხვენია“... ჩემი კომენტარი ზელენსკის უმადურობაზე“ - ჯარჯი