Digest Logo

ფოტო - ექიმი კოვიდინფიცირებულ მოხუცს ანუგეშებს

1607245504
ექიმი რომელიც ინფიცირდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჰიუსტონის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის უფროსი მეთაური იოსეფ ვერონი ინფიცირებულ მოხუცს ანუგეშებდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

„80 წლამდე მოხუცი დავინახე, ბავშვივით ტიროდა. ვკითხე რა ატირებდა და მიპასუხა, რომ მეუღლესთან ერტად ყოფნა უნდოდა.

ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და ვფიქრობდი მარტოსულ მოხუცებზე, რომლებიც იზოლირებულები არიან და თავიანთ მარტოობას ორმაგად განიცდიან.

თან როდესაც მოხუცი ხარ და მიჩვეული ხარ თუნდაც შენს ცოლტან ერთად ყოფნას, უეცარი იზოლაცია მარტოსულობის შეგრძნებას ამძაფრებს. მოწყვეტილი ხარ გარესამყაროსგან და არვინ გკითხულობს გარდა ექიმებისა.

ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი, უფრო მეტად განვიცადე მოხუცის მდგომარეობა“,- ამბობს ოსეფ ვერონი.

როგორც ცნობილია აღნიშნული პაციენტი, 80 წლამდე მამაკაცი, კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ექიმი ვერონისათვის სამუშაო ამით არ სრულდება.

ის 259-ე დღეა შეუჩერებლად, შესვენებებისა და დასვენების დღეების გარეშე მუშაობს.


🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

ჩრდ. კორეაში კორონავირუსის პრევენციის ზომების დარღვევის გამო ადამიანი საჯაროდ დახვრიტეს

ნამიბიაში არჩევნებში ადოლფ ჰიტლერმა გაიმარჯვა