მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე „დელტა“ ანუ ე.წ. ინდური შტამი აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.
როგორ უნდა დავიცვათ თავი ახალი საფრთხისგან და რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ქვეყანამ მორიგი პიკი თავიდან აიცილოს, ამ კითხვას ინფექციონისტი - ალექსანდრე გოგინავა პასუხობს.
„დელტა, ე.წ. ინდური შტამი, უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული. ყველაზე უფრო მეტად ამ შტამმა ინდოეთი დააზარალა. მილიონობით შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული და ასეულ ათასობით ადამიანი გარდაიცვალა.
რით განსხვავდება მისი წინამორბედი შტამებისგან, ამაზე კვლევები მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნის გაკეთება ცოტათი რთულია.
ამ დრომდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ის უფრო მეტად, დაახლოებით 50 % -ით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე უხანის შტამი. დაავადების მიმდინარეობა მეტი სიმძიმით ხასიათდება, ვიდრე კლასიკური კორონავირუსი.
„იმას, რომ უფრო აგრესიულია და უფრო მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ვერ ვიტყვით და ხალხს ვერ შევაშინებთ. მით უფრო, რომ ეს ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ პირველადი კვლევები ამას გვიჩვენებს“. – განმარტავს გოგინავა „ფორტუნასთან“ საუბარში.
რა სიმპტოპმები ახასიათებს „დელტა“ შტამს
„გაციება სხვანაირად იწყება. ჩინური შტამის დროს იყო ცხვირში გაჭედილობისა და სიმშრალის შეგრძნება, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება.
გვიცავს თუ არა „პფაიზერი“ დელტაშტამისგან, რატომ დასჭირდა ისრაელს შეზღუდვების კვლავ დაწესება - გამყრელიძის განმარტება
„დელტა“ შტამი რინორეით იწყება, შეიძლება თავიდან ტემპერატურა არ ჰქონდეს ადამიანს, ცოტა მოგვიანებით დაიწყოს და გახანგრძლივდეს.
სხვა კორონავირუსულ ინფექციებს ახასიათებს ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ტემპერატურის მატება. „დელტა“ შტამის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია, რინორია, ანუ ცხვირიდან გამონადენი და ცხვირთან ასოცირებული შეტევები. რაც წინა შტამების შემთხვევაში ნაკლებად ცირკულირებდა“. – ამბობს გოგინავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„დღეს ისეთი რაღაც გავიგე, გული კი არ გამისკდა, ყბა ჩამომივარდა... აი, გეტყვით“ - გიორგი ფხაკაძე
გამყრელიძის მიმართვა მათ, ვინც წელს ზღვაზე დასვენებას აპირებს
წყარო: fortuna.ge