საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის შემთხვევები ფიქსირდება. სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში დაავადების გავრცელებას პროგნოზირებენ.
„ჩვენი ლაბორატორიის მონაცემებით, საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი. ვინც ჩაიტარა ტესტირება იმათ შორის, 50%-ზე მეტია დადებითობის მაჩვენებელი. თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მან თავი უნდა შეიკავოს სხვა პირებთან კონტაქტისგან“, - აცხადებს კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე.
EG.5 ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და მას სწრაფი გავრცელება, მაღალი სიცხეები, მშრალი ხველა და სახსრების ტკივილი ახასიათებს.
კოვიდის ახალი შტამის შემთხვევები მსოფლიოს 51 ქვეყანაშია გამოვლენილი. დასავლური მედიის ცნობით, 10 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ჯამში 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე წინა 28 დღეში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე ენერგიების დღე - ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ“ - მიხეილ ცაგარელი3 წუთის წინ