Digest Logo

„SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი დიდი რაოდენობის და საშიში მუტაციებით გამოჩნდა“ - თამარ ჟამურაშვილი

1637945007
თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის განცხადებით, SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი  B.1.1.529 სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში ძალიან სწრაფად გავრცელდა. 

ჟამურაშვილის ცნობით ის ყველა სხვა შტამზე უფრო საშიშია. მისივე ინფორმაციით, ახალი ვარიანტები და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება.

„SARS-CoV-2-ის ახლი ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში B.1.1.529 დიდი რაოდენიბის და საშიში მუტაციებით!!

სულ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი შტამი უკვე ევროპაშია, ანუ ძალიან სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით...

მივაქციოთ ყურადღება, ახალი ვარიანტები და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება!!!

საქართველოში ამ დროს მიტინგების და შეკრებების ფონზე აბსურდული დისკუსია ორ მწვანე პასპორტზე...

ისმის კითხვა, განზრახ დაწყებული გენოციდი თუ მართლაც მძიმე ფორმის გონებაშეზღუდულობა?

ე.წ. „მუდმივი მწვანე პასპორტით“ სამი მიზანი იქნება მიღწეული:

1. მსხვერპლი გაიზრდება!!!

2. ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო შენელდება!!!

3. მსოფლიოში მართლაც პირველები ვიქნებით გონებაშეზღუდულთა ქვეყნის სახელით!!!

პანდემია, რომელიც ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მართლაც კარგად შეიძლებოდა მართულიყო მინიმალური მსხვერლით, ფაქტიურად ავტოპილოტზეც არ არის.

პანდემიის დასრულების შემდეგ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი და დარწმუნებული ვარ ბევრი ექიმი იგივე აზრზეა, ვინც პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიუდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს!!

ხალხი იღუპება!!! ოფიციალური დანაშაულია როგორც პანდემიის მმართველმა ინტერვიუს მიცემის გარდა არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედო და დამკვირვებლის როლი მოირგო!

ბევრი ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანია, არა ეს მიტინგები და არა ამპარტავნული დამოკიდებულება გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების მიდგომები!!

მომიტევეთ პირდაპირობა, ორწლიანი ზეზღურბლოვანი გაღიზიანების ბრალია...“, - წერს ჟამურაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„4 თუ 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად - მოსკოვში ვცხოვრობდი, რომ ჩამოვედი ცოლად გავყევი“ - ვინ იყო ელენე ხოშტარიას პირველი ქმარი

🔵ივანე ჩხაიძე ე.წ. შავ პარასკევზე: ორი პირბადე გაიკეთეთ

🔵დღეს თავისუფალი გრაფიკით უნდა იცხოვროთ - ცაგარელის რჩევა

🔵„სასწაული მოხდა, რა მაგარია, რომ ქართველია“ - რა აჩუქა ზაზა ფაჩულიამ ზაქარია ჭელიძეს