Digest Logo

„ვერცერთი კვლევა ვერ დაადასტურებს, რომ კორონავირუსი ისე დასრულდება, მომავალში რაღაც ახალს არ მოგვცემს“ - დევი ტაბიძე

1644688169
დევი ტაბიძე

დროთა განმავლობაში კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და დღეს მსოფლიოში რამდენიმე ახალი შტამი დომინირებს. ერთ-ერთი ასეთი „ომიკრონია“, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა.  
 

პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით ვერსიები სხვადასხვაა. ზოგიერთი ექსპერტი „ომიკრონს“ პანდემიის დასასრულად მიიჩნევს, ზოგი კი გავრცელებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ როდის გამოჩნდება „ახალი ომიკრონი“, არავინ იცის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს, აუცილებელია ვაქცინაცია და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.

„ნუ ვენდობით ამ ციფრებს და ნუ წაგვახალისებს ეს ციფრები. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში, ფხიზლად არ ვართ არაფრისგან დაცულები. თითოეული ვირუსი შეიცავს 30-დან 50-მდე, ან მეტ მუტაციას. ამიტომ იმის გარანტია, რომ ეს დასრულდება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. ვერცერთი კვლევა და საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ დაადასტურებს იმას, რომ კორონავირუსი ისე დასრულდება, მომავალში რაღაც ახალს არ მოგვცემს. უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ, რომ მაქსიმალურად მარტივად გადავაგოროთ ყველა მომავალი მუტაცია“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵თავბრუდახვევა, სმენის დაქვეითება, სივრცეში დეზორიენტაცია, წონასწორობის დაკარგვა... - საგანგაშო პოსტკოვიდური სიმპტომები

🔵„მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? უხ, თქვენი...“ - სოსო გოგაშვილი თენგიზ ცერცვაძეს დაუპირისპირდა

🔵„PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს“ - ექიმი სოფო ბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

🔵„თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა და ამას თუ გინდა დაგიმტკიცებთ“ - ეკა კვალიაშვილის სკანდალური განცხადება