Digest Logo

„09.09 - შეიკარით 9 კვანძი კეთილდღეობისთვის...“ - მარტივი რიტუალი თამუნა იოსელიანისგან

1788946867
 9 კვანძი კეთილდღეობისთვის

„09.09 — შეიკარით 9 კვანძი კეთილდღეობისთვის.

სარკისებური თარიღი 09.09 ძველი ციკლის დასრულებისა და ახალი გზის გახსნის სიმბოლოა.

შეგიძლიათ, ეს დღე ფინანსური განზრახვისთვის მარტივი პრაქტიკის შესასრულებლად გამოიყენოთ“, - აღნიშნულის შესახებ მარტივ რიტუალს მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:

აიღეთ ძაფი:

🟢 მწვანე — შემოსავლის ზრდის, დანაზოგისა და ფინანსური სტაბილურობისთვის;

🔴 წითელი — აქტიურობის, ახალი კლიენტებისა და ფინანსური შესაძლებლობებისთვის. შეიკარით 9 კვანძი.

თითოეული კვანძის შეკვრისას წარმოთქვით:

💬 „კვანძს ვკრავ — კეთილდღეობას ვამყარებ. ყველაფერი, რაც ჩემთან სიკეთისთვის მოდის, ჩემთან რჩება და მრავლდება.“ მეცხრე კვანძზე თქვით:

💬 „ცხრა კვანძი — ცხრა გასაღები. ძველს ვასრულებ და კეთილდღეობის გზას ვხსნი.“ შემდეგ ძაფი ჩადეთ საფულეში ან ჩანთაში.

✨ 24 საათის განმავლობაში კი ერთი რეალური ფინანსური ნაბიჯი აუცილებლად გადადგით: შესთავაზეთ ვინმეს თქვენი მომსახურება, მისწერეთ კლიენტს, განათავსეთ განცხადება ან გადადეთ პირველი თანხა დანაზოგისთვის. პორტალი — პორტალია, მაგრამ შესაძლებლობაც უნდა შეამჩნიო და მიიღო“, - წერს თამუნა იოსელინი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

⭕ სანდრო მამუკელაშვილი – „მოუთმენლად ველი დონჩიჩის გვერდით მოედანზე გასვლას“

⭕ „მოაშორე შენი სივრციდან 9 ნივთი, რომლებიც უკან გქაჩავს“ - 5 რამ, რაც მნიშვნელოვანია 09.09-ში გააკეთო: თამუნა იოსელიანის რჩევები