Digest Logo

სანდრო მამუკელაშვილი – „მოუთმენლად ველი დონჩიჩის გვერდით მოედანზე გასვლას“

1788941281
სანდრო მამუკელაშვილი

ESPN-ის ჟურნალისტმა, დეონდრე ჰოკინსმა ჩაწერა ინტერვიუ ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილთან, რომელიც სანაკრებო მატჩების შემდეგ ლოს-ანჯელესში ჩავიდა.

ამ ზაფხულს ის და დანარჩენი „ლეიკერსელები“ ლუკა დონჩიჩთან სლოვენიაში სტუმრად იყვნენ, დაათვალიერეს ევროპის პატარა და მეტად ლამაზი ქვეყანა სლოვენია.

„დიდი მადლობა ლუკას. ორგანიზაციამ ყველაფერი ფანტასტიკურად დაგეგმა. ბევრი მშვენიერი ადგილი გვიჩვენეს, ლისაბონის მსგავსად, ლიუბლიანაც ძალიან, ძალიან ლამაზი ქალაქია.

შემადგენლობაში ბევრი ახალწვეული გვყავს და ერთმანეთის გასაცნობად ეს აუცილებელი იყო“, - აღნიშნა მამუკელაშვილმა.

27 წლის ქართველი ფორვარდი „ლეიკერსამდე“ თამაშობდა „ბაქსში“, „სპურსსა“ და „რეპტორსში“.

გასულ წელს NBA-ში კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა — საშუალოდ 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა.

მან ლებრონის ვაჟზე, ბრონი ჯეიმსზე ილაპარაკა:

„ბრონიზე ბევრი რამ მსმენია. ის კარგი კალათბურთელია. მოუთმენლად ველოდები ლუკას, ოსტინისა და ბრონის გვერდით მოედანზე გამოსვლას“, - აღნიშნა სანდრო მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ საწვრთნელ შეკრებაზე 29 სექტემბერს გამოცხადდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მოაშორე შენი სივრციდან 9 ნივთი, რომლებიც უკან გქაჩავს“ - 5 რამ, რაც მნიშვნელოვანია 09.09-ში გააკეთო: თამუნა იოსელიანის რჩევები

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული პერიოდი ელოდება

11 სექტემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიური მიმოხილვა და რეკომენდაციები - ვინ იგრძნობს მზის და მთვარის შეერთებას განსაკუთრებით ძლიერად?