Digest Logo

„მოაშორე შენი სივრციდან 9 ნივთი, რომლებიც უკან გქაჩავს“ - 5 რამ, რაც მნიშვნელოვანია 09.09-ში გააკეთო: თამუნა იოსელიანის რჩევები

1788940526
თამუნა იოსელიანი

„09.09 — დასრულების სიმბოლური წერტილი.

გამოიყენე ეს დღე არა იმისთვის, რომ სასწაულს დაელოდო, არამედ იმისთვის, რომ თავად დახურო ის, რაც დიდი ხანია წარსულში გაკავებს“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს მინეროლოგი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:

„1️⃣ ჩამოწერე ყველაფერი, რისი გაშვებაც გინდა. წყენები, შიშები, ვალები, ურთიერთობები, ჩვევები, ძველი დაპირებები საკუთარი თავისთვის… წერე გულწრფელად — ლამაზი ფორმულირებების გარეშე.

2️⃣ მოაშორე შენი სივრციდან 9 ნივთი, რომლებიც უკან გქაჩავს. ძველი ქვითრები საფულეში, უსარგებლო ქაღალდები, წაუკითხავი წერილები, გაფუჭებული ნივთები, კონტაქტები, რომელთა წაშლის დროც მოვიდა. გაათავისუფლე ადგილი ახალი ენერგიისთვის.

3️⃣ დაუწერე წერილი მშობლებს. ეს შეიძლება იყოს მადლობის, პატიების ან იმ ყველაფრის წერილი, რისი თქმაც დიდი ხანია გინდოდა. გაგზავნა აუცილებელი არ არის. მთავარია, გამოუშვა ის, რაც წლების განმავლობაში შენში რჩებოდა.

4️⃣ დახურე ერთი ძველი „კუდი“ მაინც. დააბრუნე ვალი, დაასრულე საქმე, შეასრულე დაპირება, ჩაატარე გადადებული საუბარი. დაე, თუნდაც ერთ ისტორიას დაესვას საბოლოო წერტილი.

5️⃣ დაწერე შენი ახალი სცენარი. დაასრულე ორი ფრაზა: „მე აღარ ვირჩევ…“ „ახლა მე ვირჩევ…“ და აუცილებლად გადადგი ერთი რეალური ნაბიჯი ახალი ცხოვრების მიმართულებით.

✨ 09.09 შენს ბედს შენს ნაცვლად ვერ შეცვლის. მაგრამ ეს შეიძლება გახდეს დღე, როცა თავად გადაწყვეტ, რომ აღარ გაიმეორებ ძველ სცენარს“,-  წერს თამუნა იოსელიანი.

ვრცლად იხილეთ ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული პერიოდი ელოდება

11 სექტემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიური მიმოხილვა და რეკომენდაციები - ვინ იგრძნობს მზის და მთვარის შეერთებას განსაკუთრებით ძლიერად?

როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკურ ადამიანებს? - ფსიქოლოგის განმარტება