Digest Logo

10 ივლისი: შინაგანი სიბრძნისა და მეორე შანსების დღე - „ხელს უწყობს წარსულის გადახედვას, შეცდომების გამოსწორებას“

1783671833
ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისის კოსმოსური ენერგია ერთი შეხედვით მშვიდი და სტაბილურია, თუმცა მის მიღმა მნიშვნელოვანი შინაგანი პროცესები მიმდინარეობს. ეს არ არის ხმაურიანი მოვლენების დღე - პირიქით, სწორედ სიჩუმეში შეიძლება მივიღოთ ყველაზე ღირებული პასუხები, დავინახოთ დაფარული კავშირები და გავაცნობიეროთ ის, რაც აქამდე შეუმჩნეველი გვრჩებოდა.

დღე ხელს უწყობს წარსულის გადახედვას, შეცდომების გამოსწორებას, ინფორმაციის ხელახლა გააზრებასა და შესაძლებლობების აღმოჩენას, რომლებიც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს თვალწინ იყო, მაგრამ მათ მნიშვნელობას მხოლოდ ახლა ვაცნობიერებთ.

მთვარე მთელი დღის განმავლობაში კუროს ნიშანში მოძრაობს, ამიტომ ემოციურ ფონზე სტაბილურობის, უსაფრთხოების, სიმყარისა და კომფორტის მოთხოვნილება ძლიერდება. ჩნდება სურვილი მეტი დრო დავუთმოთ სახლს, ოჯახს, პრაქტიკულ საქმეებს, ფინანსურ საკითხებსა და ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო მყარ საფუძველს იქმნის. თუმცა ამ სიმშვიდის ფონზე კოსმოსი ერთ მნიშვნელოვან გზავნილს გვიგზავნის - სტაბილურობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით. ზოგჯერ წინსვლისთვის საჭიროა ძველი შეხედულებების, ჩვევებისა და აზროვნების მოდელების გადახედვა.

სწორედ ამიტომ დღე გვთავაზობს შესაძლებლობას, ერთი და იმავე სიტუაციას სრულიად ახალი რაკურსით შევხედოთ. ამ პროცესს მხარს უჭერს საკმაოდ ჰარმონიული ასტროლოგიური კონფიგურაცია - „დახრილი იალქანი“, რომელიც გვეხმარება ცვლილებების მშვიდად მიღებასა და დაგროვილი გამოცდილების ეფექტურად გამოყენებაში.

მერკური გვაძლევს მეორე შანსს დღის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა რეტროგრადული მერკურის მზესთან შეერთებაა. ასტროლოგიაში ეს პერიოდი ცნობილია, როგორც შინაგანი გაცნობიერების, გონივრულობის და მნიშვნელოვანი აღმოჩენების დრო. თითქოს ცნობიერებაში დამატებითი სინათლე ინთება და ის, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო, თანდათან გასაგები ხდება.

შესაძლოა, მოულოდნელად დაინახოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები, მიხვდეთ, რატომ განვითარდა მოვლენები სწორედ ასე, მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ან სრულიად ახალი გზა იპოვოთ ძველი პრობლემის მოგვარებისთვის.

ამიტომ 10 ივლისი განსაკუთრებით ხელსაყრელია:

▫️სწავლისა და ინტელექტუალური საქმიანობისთვის;

▫️დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამოწმებისთვის;

▫️მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი საუბრებისთვის;

▫️ძველი პროექტების, იდეებისა და შეჩერებული საქმეების განახლებისთვის;

▫️შეცდომების აღმოჩენისა და გამოსწორებისთვის;

▫️არქივებთან, ოჯახურ ისტორიებთან, მოგონებებსა და საკუთარი ცხოვრების გამოცდილების გააზრებისთვის.

ხშირად სწორედ რეტროგრადული მერკურის პერიოდში ცოცხლდება ის პროექტი, რომელიც ადრე ვერ განვითარდა. თუ ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოლაპარაკებას გეგმავთ, უმჯობესია ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ.

თბილისის დროით 14:13 საათიდან მთვარე გადავა უკურსო ფაზაში, რომელიც თითქმის დღის ბოლომდე გაგრძელდება. ასეთ დროს ახალი წამოწყებები ხშირად ვერ ვითარდება ისე, როგორც ვგეგმავდით.

სამაგიეროდ, ეს შესანიშნავი პერიოდია:

▪️უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად;

▪️კორექტირებისა და დახვეწისთვის;

▪️ ანალიზისა და შედეგების შეჯამებისთვის;

▪️ დასვენებისა და ძალების აღსადგენად. საღამოს საათებში ემოციური ფონი შესაძლოა შედარებით დაიძაბოს.

მთვარე აღმოჩნდება ტაუკვადრატის მწვერვალზე, რომელშიც მონაწილეობს ვენერა და კარმული მთვარის კვანძები. ეს შეიძლება შეეხოს ურთიერთობებს, ღირებულებებს, არჩევანსა და ცხოვრებისეულ სცენარებს, რომლებიც წარსულში გვაბრუნებს. შესაძლოა, კიდევ ერთხელ დავინახოთ, სად ვიმეორებთ ძველ შეცდომებს და სად არის საჭირო სრულიად ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სწორედ ამიტომ, საღამოს უმჯობესია მოერიდოთ კონფლიქტებსა და ემოციურ დაპირისპირებას.

გაცილებით სასარგებლო იქნება საკუთარ თავს ჰკითხოთ:

❇️ რას მასწავლის ეს სიტუაცია?

❇️ რომელმა ცხოვრებისეულმა სცენარმა ამოწურა თავისი დანიშნულება?

❇️ რისგან გათავისუფლების დრო დადგა?

❇️ რა ახალი შესაძლებლობა ჩნდება ჩემს ცხოვრებაში?

25-ე მთვარის დღე - შინაგანი სიბრძნის კარი დღეს ასევე აქტიურია 25-ე მთვარის დღე, რომლის მთავარი სიმბოლოებია ბრძენი კუ და წყლით სავსე ჭურჭელი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ინტუიციური და მედიტაციური დღეა მთვარის ციკლში. ის გვასწავლის, რომ პასუხები ყოველთვის გარეთ არ უნდა ვეძებოთ - ხშირად ისინი უკვე ჩვენს შინაგან სამყაროში არსებობს.

დღე განსაკუთრებით ხელს უწყობს:

✅ მედიტაციას;

✅ სიზმრების ანალიზს;

✅ ნიშნებისა და სინქრონულობების დაკვირვებას;

✅ წყლის პრაქტიკებს;

✅ შინაგან სიჩუმესა და თვითშემეცნებას.

დღეს შემთხვევით ნათქვამ სიტყვებს, მოულოდნელ შეხვედრებსა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიშნებსაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი შინაარსი ჰქონდეს. ამავე დროს, 25-ე მთვარის დღე ვერ იტანს ტყუილს, მანიპულაციასა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. ნებისმიერი მცდელობა სიმართლის დამალვისა შესაძლოა სწრაფად გამოაშკარავდეს და რეპუტაციას შეეხოს, ამიტომ საუკეთესო არჩევანია გულწრფელობა და სისუფთავე- როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან.

დღის აფირმაციები დღის ენერგიასთან ჰარმონიზაციისთვის:

🙏მე ვენდობი ჩემს ინტუიციას და შინაგან სიბრძნეს.

🙏 სიმართლე ჩემთვის სწორ დროს ნათლად ვლინდება.

🙏 მე მშვიდი, დაკვირვებული და გაცნობიერებული ვარ.

🙏 ყველაფერი დაფარული ჩემთვის საჭირო მომენტში ხდება ხილული.

🙏 მე ვირჩევ სიბრძნეს შიშისა და შფოთვის ნაცვლად.

🙏 მე ვუშვებ წარსულს და ვცხოვრობ აქ და ახლა, ამიტომ ვიღებ არსებულ რეალობას.

დღის გზავნილი: 10 ივლისი არ გვაიძულებს სწრაფ მოქმედებას. ეს დღე გვთავაზობს შეჩერებას, დაკვირვებას და იმ სურათის დანახვას, რომელიც ყოველდღიურ სიჩქარეში ხშირად გვრჩება შეუმჩნეველი.

დღევანდელი ენერგია განსაკუთრებით ხელს უწყობს მეორე შანსებს, ძველი იდეების გაცოცხლებას, მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანასა და შინაგანი სიბრძნის აღმოჩენას, რომელიც ყოველთვის ჩვენთან არის.

ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ გარეგნულად ყველაზე მშვიდ დღეებში იწყება. ამიტომ ნუ იჩქარებთ. მოუსმინეთ საკუთარ თავს, დააკვირდით ნიშნებს და მიეცით საკუთარ ინტუიციას საშუალება, სწორი მიმართულება გაჩვენოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღნიშნა მანუ მურღულიამ დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

„შესაძლებელია მოულოდნელი ფულადი შემოდინება, ძველი ვალის დაბრუნება...“ - 10 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 10 ივლისის ენერგიებზე