Digest Logo

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1710014744
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ და იღბლიანი შანსი გამოიყენოთ, რომელსაც ბედისწერა გიმზადებთ. თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

კურო

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება უსარგებლო ნივთებში მეტისმეტად ბევრი ფული დახარჯოთ, ამიტომ ჯობს, შოპინგის ნაცვლად, საყოფაცხოვრებო საქმეებზე იზრუნოთ. თუ ცდილობთ, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, იცოდეთ, ეს აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს.

ტყუპები

ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტის დაწყებისა და ინტერიერის შეცვლისთვის. გირჩევთ, ოჯახური პრობლემები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ და გადაწყვეტილება ერთად მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ მათგან რაიმე სასარგებლო რჩევა ან წინადადება მოისმინოთ. მოერიდეთ თანამშრომლებთან კამათს ან მათ კრიტიკას.

კირჩხიბი

დაფიქრდით, ბოლო დროს ყველაზე მეტად რა გაწუხებთ და ეცადეთ, პრობლემის გადაჭრის არასტანდარტული გზები იპოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი გეგმები შესახებ არავის უამბოთ, თორემ ვიღაც თქვენთვის ხელის შეშლას ეცდება. სხვა ადამიანების აზრების ამოცნობას ადვილად ახერხებთ, მაგრამ მათი მანიპულირება არ უნდა სცადოთ, თორემ კარგ ურთიერთობას გააფუჭებთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი ლომისთვის დაძაბული და ნერვიული იქნება. უბრალო საუბარიც კი შეიძლება ორმხრივ ბრალდებებში და ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ურთიერთობები უნდა შეზღუდოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ. დღის მეორე ნახევარში დაძაბულობა შემცირდება და შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ - ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ

ქალწული

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, თუ არ გსურთ, რომ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეს შეძენილი ნივთები მალე იმედს გაგიცრუებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/10-martis-astrologiuri-prognozi-4042

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ავიწონე და გაირკვა, რომ 29 კილო მაქვს დაკლებული“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი

🎥 „7 თვის და 1 კვირის დავიბადე...“ - რას ჰყვება გია ბუღაძე

🎥 ლუდომანია ცხოვრებისეულ ტრაგედიად არაერთ ოჯახში იქცა - საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს