Digest Logo

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რას მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს ნიშნებს?

1788987474
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ასტროლოგიური პროგნოზი 10 სექტემბრისთვის

ვერძი: დღე მოთმინებასა და დისციპლინას მოითხოვს. ნუ დაიწყებ ახალ საქმეს დაასრულე ყოველდღიური დავალებები და კოლეგების პროვოკაციებს ნუ აჰყვები.

კურო: მიწის სტიქია წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარება. დღე მშვიდ საქმეებს დაუთმე, მოერიდე ხმაურიან გარემოს და კამათში ენერგიას ნუ დახარჯავ.

ტყუპები: ყურადღება ოჯახურ საკითხებსა და სახლზე გადაიტანე. კარგი დროა ზედმეტი ნივთების მოსაშორებლად, სივრცის გასასუფთავებლად და სიჩუმეში დასასვენებლად.

კირჩხიბი: ყურადღებით შეარჩიე მიღებული ინფორმაცია მოერიდე ჭორებსა და ნეგატიურ ამბებს. სასარგებლო იქნება განტვირთვის პრაქტიკები და მშვიდი სეირნობა.

ლომი: ფინანსურ საკითხებში თავშეკავება გმართებს. მოერიდე ზედმეტ ხარჯებს, სპონტანურ შენაძენებსა და მნიშვნელოვანი გარიგებების გაფორმებას ახალმთვარეობის წინ.

ქალწული: შენს ნიშანში მყოფი მთვარე მნიშვნელოვან დეტალებს დაგანახვებს. ზედმეტად ნუ გააკრიტიკებ საკუთარ თავს, იზრუნე სხეულზე და საღამო დასვენებას დაუთმე.

სასწორი: დღე განმარტოებისა და აქტივობის შემცირებისკენ მოგიწოდებს. ძალები მედიტაციით, მშვიდი ძილითა და ზედმეტი ურთიერთობებისგან დასვენებით აღიდგინე.

მორიელი: ყურადღების ცენტრში გეგმებისა და გარემოცვის გადახედვა აღმოჩნდება. მეგობრებთან კამათს მოერიდე და გონივრული დისტანცია შეინარჩუნე.

მშვილდოსანი: შენი მმართველი იუპიტერი დიპლომატიურობისკენ მოგიწოდებს. ნუ მოახდენ ზეწოლას კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე — ძველი საქმეები აუჩქარებლად დაასრულე.

თხის რქა: კარგი დღეა სულიერი ცოდნის მისაღებად და განვლილი გზის გასაანალიზებლად. შეინარჩუნე სიმშვიდე და შინაგანი სიმტკიცე.

მერწყული: დროა, ძველი ემოციური ტვირთისგან გათავისუფლდე. გაუშვი წყენა, მოერიდე სარისკო ფინანსურ ოპერაციებს და გაუფრთხილდი ენერგიას.

თევზები: პარტნიორული ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ახლობლების ემოციურ პროვოკაციებს ნუ აჰყვები — გამოიჩინე სირბილე და მოთმინება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

🎥 „ცა განათდა და ორივე ძირს დავეცით, შოთიკომ გონება დაკარგა…“ – რას იხსენებენ მოზარდები, რომლებმაც მეხის დაცემა საკუთარ თავზე გამოცადეს

⭕ „დაწერე ფურცელზე ყველაფერი და დაწვი...“ - 09.09-ის რიტუალი სურვილების ასასრულებლად