Digest Logo

11 ივნისიდან 19 ივნისამდე პლანეტა მარსი და ურანი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - რა გავლენას მოახდენს მოვლენა ადამიანებზე და ვინ უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილად

1749649333
ასტროლოგია

მარსი მოქმედებისა და ძალაუფლების პლანეტაა. ასტროლოგიაში ის აქტიურობის, ცვლილებებისა და კონფლიქტების სიმბოლოა. ურანი კი ასევე, სიურპრიზებისა და მოულოდნელი ცვლილებების პლანეტაა.

როდესაც ეს ორი პლანეტა ერთმანეთს უპირისპირდება, ამ მოვლენამ შესაძლოა, ქაოსი, დაპირისპირება, კონფლიქტები, უეცარი აფეთქება და იმპულსურობა გამოიწვიოს.

უფრო ზუსტად, პლანეტა მარსი და ურანი 11 ივნისიდან 19 ივნისამდე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს ასტროლოგიური მოვლენა ადამიანების ცხოვრებაზე სხვადასხვა მიმართულებით მოახდენს გავლენას.

შესაძლოა, ტექნიკა გაფუჭდეს, ელექტრომოწყობილობები, ტრანსპორტი დაზიანდეს და გაუმართაობის პრობლემა შეიქმნას. მოსალოდნელია სტიქიური უბედურებების გააქტიურდება.

ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მოსალოდნელია კამათი, გაუგებრობები, იმპულსური გადაწყვეტილებები. ამიტომ, აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.

მარსისა და ურანის გავლენას ყველაზე ძლიერად შემდეგ თარიღებში დაბადებული ადამიანები იგრძნობენ:

16–21 მაისი
19–23 აგვისტო
18–22 ნოემბერი
14–18 თებერვალი

იმისათვის, რომ უარყოფითი გავლენა შეამციროთ, საკუთარ თავზე იზრუნეთ. მოერიდეთ კონფლიქტსა და დაძაბულობას. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. განიტვირთეთ, გაისეირნეთ, გაეცანით ახალი ინფორმაციას და ყოველდღიურობა გაიმრავალფეროვნეთ.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, აღნიშნულ პერიოდს მშვიდად, შეცდომების გარეშე გაივლით.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„1945 წლის 11 ივნისს ჩვენმა ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა სახელმწიფო სტატუსით!“ - „სუხიშვილები“ 80 წლის იუბილეს ზეიმობს

⭕„საბედისწერო მოვლენამ შეიძლება ემოციურად აგაფორიაქოთ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: www.beaumonde.ge