20-26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირა დახუნძლულია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით, როგორიცაა ახალმთვარეობა.
მან ასევე განმარტა და შეაჯამა მიმდინარე კვირა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის: 👇
♈ვერძი
წინა პერიოდისგან განსხვავებით უკეთესი კვირა გელოდებათ. ენერგოტონუსი მოიმატებს, ჯანმრთელობა გახდება მდგრადი. ნაკლებად იღლებით და პერიოდია ნაყოფიერი. თუ კარგად იქნება მოფიქრებული სარისკო მოქმედებები, შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები. შეძლებთ ფინანსური დივიდენდების, პრემიების, ბონუსების მიღებას. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, მიიღებთ ახალ ცოდნას. კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის.
♉კურო
ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ შეგიძლიათ იაქტიუროთ. გამოავლინეთ ინიციატივა, პერიოდი ხელს შეგიწყობთ საქმიან და შემოქმედებით აქტიურობის გამოვლინებაში. ემოციური აღტყინება მაღალია, რის გამოც სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოხდეს. ეს ის პერიოდია, როცა ზოგიერთი თქვენგანი შეიცვლის იმიჯს, იპოვით სიყვარულს და სხვანაირად გამოიჩენთ თავს.
♊ტყუპები
მთავარი ფავორიტი ხართ! ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. ხდებით აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური. მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების დროა. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, პირიქით ეს მოგიტანთ პერსპექტივებს. შიში უკან დაგხევთ, რაც ძველია და აღარაფერს გაძლევთ, დაუტოვეთ ისტორიას. მოიმატებს იღბლიანობაც, მაგრამ გთხოვთ, არ ისაუბროთ ბევრი და არ გათქვათ თქვენი საიდუმლოები.
♋კირჩხიბი
კვირა კარგია, მოულოდნელი შეხვედრების, მივლინებების, მგზავრობა-მოგზაურობის წინაშე აღმოჩნდებით. პერიოდი მრავალფეროვნებას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ინტუიციური. მეგობრები, კოლეგები შემოგიტანენ ახალ საინტერესო იდეებს, პროექტებს თქვენს ცხოვრებაში. ახლებურად დაიწყებთ თქვენი ნიჭისა და უნარის წარმოჩენას. ახალი სამსახურის, პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდებით.
♌ლომი
თქვენთვის კვირა უდავოდ კარგია, ენერგოტონუსი ყოველდღე მოიმატებს, გახდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ამაღლდება თქვენი იმუნიტეტიც. ფსიქოემოციურად უფრო მეტად დასტაბილურდებით. კარგი პერიოდია კონტაქტებისთვის, იგრძნობთ მხარდაჭერას გავლენიანი მანდილოსნების მხრიდან. მაქსიმალური აქტიურობა გმართებთ ინტერნეტთან მიმართებაში.
♍ქალწული
ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ პერიოდი ხელს გიწყობთ როგორც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ასევე მნიშვნელოვანი იდეების, პროექტების განხორციელებაში. ზოგიერთი თქვენი იდეა დადგება კორექტირების წინაშე. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის. ეს ის პერიოდია, როცა თქვენი თვითშეფასების კრიტერიუმი გაიზრდება.
♎სასწორი
ენერგოტონუსი უმჯობესდება, ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, დიპლომატიური. ნელ-ნელა გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი. აღმოჩნდებით მოულოდნელი და ფრიად სასიამოვნო შეხვედრების წინაშე. თქვენი ნებისყოფა მოიმატებს, ინტუიცია გაიზრდება. საფინანსო შესაძლებლობებიც მოგემატებათ. გახსნით საიდუმლოებს, რის გამოც გათავისუფლდებით იმ სიმძიმისგან, რასაც აქამდე ატარებდით.
♏მორიელი
ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, ვნება მაღალია, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება. გარკვეული პერსპექტივები გაქვთ, ინტუიცია ძლიერდება, საინტერესო და უჩვეულო იდეების წინაშე დადგებით, რასაც გარკვეული დრო და გააზრება დასჭირდება, ამ ყველაფერს კი მოახერხებთ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი უცხოეთში აღმოჩნდეს. მთავარია, რომ ზედმეტი ემოციური იმპულსების ფონზე არ მიიღოთ გადაწყვეტილება!
♐მშვილდოსანი
ენერგოტონუსი აშკარად მოიმატებს, იმუნიტეტი გაგიუმჯობესდებათ, ჯანმრთელობა გახდება მდგრადი. ნაკლებად იღლებით, უფრო აქტიური, კომუნიკაციური, გონებამახვილი გახდებით. შეძლებთ ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ. მაქსიმალურად გაუფრთხილდით ეგოიზმს, რომელიც ყოველდღე ძლიერდება თქვენში. ნუ იქნებით ზედმეტად აგრესიული, ფეთქებადი, რადგან ეს ხელს შეგიშლით განვითარებაში.
♑თხის რქა
ენერგოტონუსი ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ თქვენი შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, მოთმინება. ემოციებს კეტავთ თქვენში, რასაც სხვები ვერ ხედავენ. იზრდება აზარტი, რაც აუცილებლად უნდა დაიოკოთ. აღმოჩნდებით ლიდერულ პოზიციებში, სპორტში, კონკურენტულ ბრძოლაში იქნებით ძლიერი და წარმატებული. მოიმატებს ლტოლვა სასიყვარულო რომანებისა. ყური დაუგდეთ კომპეტენტურ, ბრძენ ადამიანების რჩევას.
♒მერწყული
საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი დღითი დღე მოიმატებს, მეტად გაგიძლიერდებათ შარმი, მიზიდულობა, წარმატების და იღბლიანობის ფაქტორები. გიჭირთ ამ გრძნობების დაოკება, რაც უფრო მეტად მომთმენი იქნებით, მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის პერიოდი. შეიძლება შეიძინოთ ახალი უძრავი ქონება, გადახვიდეთ ახალ ბინაში, მოკლედ სასიკეთო ცვლილებების დროა.
♓თევზები
მეტად დამოკიდებული იქნებით მოვლენებზე, რაც თქვენს ირგვლივ ხდება. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, მთლიანობაში პერიოდი ცუდი არ არის. პერიოდი ხელს შეგიწყობთ მოულოდნელ შეხვედრებში, მგზავრობა მოგზაურობაში. აღმოჩნდებით ყურადღების საყოველთაო ცენტრში. ზოგიერთი თქვენგანი იმიჯს შეიცვლის, რის გამოც გააკვირვებთ ირგვლივ მყოფებს. მოაგვარებთ იურიდიულ, კონფლიქტურ საკითხებს. ინტელექტუალური თამაშებისთვის ძალიან კარგი პერიოდია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: