Digest Logo

„12.12 ბოლო სარკისებური დღე - ქმედებები ორმაგ ძალას იღებს... ეს პორტალი იხსნება ერთხელ, გამოიყენე“ - ეზოტერიკოსის რეკომენდაცია

1765275159
თამარ იოსელიანი

კალენდარში არსებობს დღეები, რომლებიც განსაკუთრებული ენერგიის მატარებლად მიიჩნევა. ასეთი დღეების რიცხვს მიეკუთვნება სარკისებრი თარიღები. ანუ დღეები, როცა თარიღში რიცხვები სარკისებურად იკითხება ან მეორდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ დღეებში გარკვეული რიტუალების ჩატარებას წარმატების მოტანა შეუძლია.

2025 წლის ბოლო სარკისებური დღე რამდენიმე დღეში, 12 დეკემბერსაა. ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დღეს ენერგეტიკული პორტალი იხსენება, სურვილები სწრაფად სრულდება, ხოლო ქმედებები ორმაგ ძალას იღებს.

გარდა ამისა, თამარ იოსელიანი 12 დეკემბერს ჩასატარებელ პრაქტიკას გვიზიარებს:

„12.12 ბოლო სარკისებური დღე 2025 წელს! 

დღე, ენერგეტიკული პორტალი, როცა სურვილები სწრაფად სრულდება, ხოლო ქმედებები ორმაგ ძალას იღებს.

რატომაა მნიშვნელოვანი ეს დღე:  

რიცხვი 12 — დასასრულისა და დასაწყისის ერთობა

1 - სტარტი, ახალი ნაბიჯი

2 - ბალანსი, მხარდაჭერა, კოსმოსური ძალები

რა გავაკეთოთ 12 დეკემბერს:

✅ დაიწყე ახალი — ბიზნესი, ურთიერთობები, ცვლილებები

✅ ხელი მოაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს

✅ დაწერე გეგმები 2026 წლისთვის — ისინი შესრულდება

✅ პრაქტიკა განწმენდა და განახლება

✅ აღადგინე კავშირები და ურთიერთობები

დღეს ყველაფერი მუშაობს ორი ფენით:

- რეალობაში
- ენერგეტიკულ დონეზე

აქტივაციის კოდი:  660 754 (ჩაიწერე მაჯაზე, ფურცელზე ან დაწერე კომენტარში „ვააქტიურებ პორტალს 12.12“).

რიტუალი „გამოსახულება” (12.12) - დადექი სარკის წინ, შეხედე საკუთარ თავს თვალებში, თქვი ხმამაღლა:

„ვიღებ საკუთარი თავის ახალ ვერსიას. ვიღებ ძალას, სიუხვეს და სინათლეს. 12.12 - ჩემი ცვლილებების პორტალია. დაე იყოს ასე!.“

გაუღიმე საკუთარ თავს და თქვი:

„ვირჩევ საკუთარ თავს“ - ეს ქმნის ახალ ვიბრაციას.

ეს პორტალი იხსნება ერთხელ, გამოიყენე“, - წერს თამუნა იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მკითხეს, რამდენად ეფექტურია წმენდები კვერცხით, მარილით ან ცვილით - ჩემი პასუხია...“ - ეზოტერიკოსი რიტუალებსა და ენერგეტიკულ პრაქტიკებზე

🎥 „რაფერ ხარ, კაკუ!“ – როგორ ეხუმრება ამიკო ჩოხარაძე აჭარელ მეგობრებს, რომლებიც, მისი თქმით, თბილისში - „ძაან სვეცკობენ“

„არცერთი მიირთმევს აყროლებულ ხორცს, დაობებულ მაწონს, დამპალ ვაშლს, მაგრამ „მიირთმევს“ შხამიან ნათესავს, დამთრგუნველ მეგობარს, „ჩირქიან“ კოლეგას“ - ლევან შელეგია